Aussie Millions-ის უდიდესი $25.000 ტურნირის გამარჯვებული ჯეიმს ჩენი გახდა

ტაივანელი ჯეიმს ჩენისთვის 2017 წელი არნახული სტარტით დაიწყო: გასული წლის სექტემბერში, მაკაუში მოგებული Macau Poker Championship Cup-ის შემდეგ მან ავსტრალიას მიაშურა და $2.500 დოლარიანი H.O.R.S.E.-ის ივენთი მოიგო, $29.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ჩენმა მოგებული თანხის რეინვესტირება გადაწყვიტა და $25.000 დოლარიანი ტურნირის ბილეთი იყიდა. გარდა იმისა, რომ ჩენმა $861.840 ავსტრალიური დოლარის (დაახლოებით $650.000 აშშ დოლარი) მოგება შეძლო, მისი სახელი ისტორიაში შევა - ის ავსტრალიის მიწაზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ტურნირზე 133 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც აღსანიშნავ სახელებს შორის მუსტაფა კანიტი, მარტინ კოზლოვი, დენ შაკი, სტივენ ჩედვიკი და ჩენს კორნუთი შედიოდნენ. 133-დან საპრიზო ადგილზე მხოლოდ 14 მათგანი გავიდა. 

ფინალური ჰედს-აპი ჯეიმს ჩენსა და ბრენდონ ადამსს შორის შედგა. ადამსმა პოკერის გულშემატკივრებს თავი High Stakes Poker-ის მე-4 სეზონში გამოჩენით დაამახსოვრა, სადაც რამდენიმე ასეული დარიგებიდან, მხოლოდ 3 ითამაშა, ისიც შოუდაუნის გარეშე. Aussie Millions-ის ფინალურ მაგიდაზე კი, ჩიპლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში, ადამსი და ჩენი პერიოდულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ხანგრძლივად პირველი ადგილის შენარჩუნებას ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა. 90 წუთიანი ჰედს-აპ დაპირისპირების შემდეგ ადამსმა რამდენიმე უშედეგო ბლეფი სცადა, რის გამოც მისი სტეკი მნიშვნელოვნად შემცირდა. გადამწყვეტ დარიგებაში, ადამსმა კვლავ სცადა J4-ით მოწინააღმდეგის შეშინება, მაგრამ ჩენმა A3-ით უპასუხა. მიუხედავად ფლოპზე მიღებული უამრავი აუტისა, ადამსმა გაუმჯობესება ვერ მოახერხა. 

Aussie Millions $25.000 დოლარიანი ივენთის ფინალისტების სია

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება (აშშ დოლარი)
1ჯეიმს ჩენიტაივანი$650.000
2ბრენდონ ადამსიაშშ$444.068
3ანტუან საუთისაფრანგეთი$288.033
4ჯონ ჯუანდაინდონეზია$216.024
5რაიან დი'ანჯელოაშშ$156.017
6ნიკ პეტრანგელოაშშ$108.012

 

რუმები

ქართული უცხოური