Aussie Millions-ის მეინ ივენთი ფინალურ სტადიაში შევიდა
მელბურნში მდებარე Crown Poker Room-ში მიმდინარე 6 დღიანი გრანდიოზული ტურნირი დასკვნით ფაზაში შევიდა - Aussie Millions Main Event-ზე ფინალური მაგიდა დაიწყო. მეექვსე დღეს 36 მოთამაშემ მიაღწია, მაგრამ 12 საათიანი ბრძოლის შემდეგ აქტიური მხოლოდ 7 მათგანი დარჩა.
თამაში კვირას, ადგილობრივი დროით 12:30-ზე განახლდება. ჩიპ ლიდერის რანგში ავსტრალიელი შურეინ ვიჯაიარამი იქნება, რომელიც თამაშს 7.470.000 ჩიპით დაიწყებს, თითქმის ორჯერ მეტით, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ბენ ჰითი, რომელსაც თამაშის დაწყების მომენტისთვის 3.270.000 ჩიპი ექნება. ვიჯაიარამის ისტორიას განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ ტურნირზე მოსახვედრად მან მხოლოდ $130 დოლარი დახარჯა, რაც სატელიტისთვის იყო საკმარისი. HandonMob-ის მონაცემებით, მას აქამდე არცერთი მნიშვნელოვანი მოგება არ უფიქსირდება.
ფინალური მაგიდის მნიშვნელოვანი მონაწილე ფედორ ჰოლცია - თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე, რომლის თავბრუდამხვევმა კარიერამ მსოფლიო შეძრა. მისი კარიერული მოგება, რაც უკანასკნელ 5 წელს მოიცავს, $20 მილიონ დოლარს აღემატება. მართალია ის ფინალურ მაგიდას შორტ სტეკის სტატუსით დაიწყებს, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურნირებიდან მიღებულ გამოცდილებაზე დარყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლცისთვის მსგავსი განსაკუთრებულ დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს.
კიდევ ერთი ცნობილი სახე, რომელიც ფინალურ მაგიდაზე ითამაშებს, ავსტრალიელი პროფესიონალი მოთამაშე ჯეფ როსიტერია. 2011 წელს მან იგივე ივენთი მე-3 პოზიციაზე დაასრულა, რისთვისაც $700.000 ავსტრალიური დოლარი მიიღო.