Aussie Millions-ის მეინ ივენთის გამარჯვებული ავსტრალიელი შურეინ ვიჯაიარამი გახდა
Aussie Millions-ის ისტორიაში ტურნირს ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს, რომლის გამარჯვებაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. 2017 წლის Aussie Millions-ის მეინ ივენთის გამარჯვებული ავსტრალიელი შურეინ ვიჯაიარამი გახდა, რომელმაც ფინალური მაგიდის უმეტესი პერიოდი ჩიპლიდერის სტატუსით ითამაშა, ხოლო ტურნირის უკანასკნელი დარიგების დროს ფენომენალური გადაწყვეტილება მიიღო.
შურეინ ვიჯაიარამის უკანასკნელი დღეები პოკერის ისტორიაში სამუდამოდ შევა: მოთამაშე, რომლის ანგარიშზე არცერთი ოფიციალური ტურნირის საპრიზო თანხა არ ფიქსირდება, $130 დოლარიანი სატელიტის მეშვეობით ჯერ Aussie Millions-ის მთავარ ღონისძიებაზე, შემდეგ კი მის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა.
მეინ ივენთის საწყისი 725 მოთამაშიდან, ფინალურ მაგიდაზე 7 მათგანი მოხვდა. პირველებმა ტურნირი ავსტრალიელმა ლუკ რობერტსმა და მაგიდასთან ერთადერთმა ამერიკელმა მოთამაშემ, დევიდ ოლსონმა დატოვეს. შემდეგი აუტსაიდერები მაგიდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები - ფედორ ჰოლცი და ჯეფ როსიტერი იყვნენ. ზუსტად ორი დღით ადრე, ჰოლცმა Anton Jewellery $100.000 Challenge-ზე $352.800 ავსტრალიური დოლარი მოიგო. ამჯერად, მისმა მოგებამ $335.000 ავსტრალიური დოლარი შეადგინა.
ფედორ ჰოლცის გარდა მაგიდასთან კიდევ ერთი გერმანელი, ტობიას ჰოსენი იყო, რომელმაც ფინალურ სამეულში შეღწევა მოახერხა. მიუხედავად გერმანელის თავდაუზოგავი შრომისა, მისი სტეკი ბენ ჰითისა და შურეინ ვიჯაიარამის სტეკებთან შედარებით არაბრძოლისუნარიანი გამოდგა. მისი AJ-ით გაკეთებული ოლინი ვიჯაიარამის JT-თან დამარცხდა, რომელმაც სთრეითის დასრულება და გერმანელის ტურნირიდან გამოთიშვა შეძლო.
ფინალური ჰედს-აპი 29 დარიგება გაგრძელდა, მაგრამ მასშტაბური ტურნირების ისტორიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო შოუ იყო, რომელმაც პოკერის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ფინალური დარიგება, რომელშიც ბენ ჰითმა არნახულად გაბედული ნაბიჯი გადადგა, რაც ავსტრალიელის წარმოუდგენელი ქოლით დასრულდა, სტატიის დასასრულს შეგიძლიათ იხილოთ.
"ყველაფერი სიზმარი მგონია, - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ შურეინ ვიჯაიარამმა, - ეს მეოთხე ტურნირია, რაც Crown-ში ვითამაშე. საკუთარ თავს ქეშ-გეიმერს უფრო ვეძახი, მაგრამ როგორც ჩანს ტურნირებისკენ უნდა შემოვბრუნდე. ტურნირის მსვლელობის განმავლობაში რამდენიმე მძიმე მომენტი მქონდა. როცა ჩემგან მარჯვნივ მუსტაფა კანიტი დავინახე, საკმაოდ დავიძაბე. მისი მაგიდასთან ყოფნა ნებისმიერისთვის არასასიამოვნო ფაქტორია. საერთო ჯამში, ივენთის განმავლობაში საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ ვითამაშე, რამაც ჩემი თავდაჯერებულობის მაჩვენებელი ბევრად გაზარდა. რაც შეეხება ბენ ჰითს: მან არაჩვეულებრივი სესია ჩაატარა. სავარაუდოდ, მას გაცილებით მეტი ჰედს-აპი აქვს ნათამაშები, ვიდრე მე. მისი უკანასკნელი შეტევა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო."