დარენ ელიასმა WPT-ის მე-3 მეინ ივენთი მოიგო
გასული კვირას ჩატარებული კანადური WPT Fallsview Poker Classic ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა: პირველ რიგში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადელმა მოთამაშემ, მაიკ ლიამ 4 წლის განმავლობაში Fallsview-ის 3 ტურნირის მოგება შეძლო. მაგრამ მთავარი ჰედლაინები დარენ ელიასს დაეთმო, რომელიც გას ჰენსენთან, კარლოს მორტენსენთან, ანტონი ზინოსთან და ჩინო რიმთან ერთად, კიდევ ერთი პროფესიონალი მოთამაშე გახდა, ვინც WPT Main Event-ის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
მან გამარჯვება 489 ენტრანტს შორის მოიპოვა, რისთვისაც CAD$449.484 კანადური დოლარი ერგო ($335.436 აშშ დოლარი). ელიასმა წინა ორი მეინ ივენთის მოგება 2014 წელს შეძლო: ჯერ WPT Borgata მეინ ივენთი, $843.744 დოლარით პირველი ადგილისთვის, ხოლო შემდეგ WPT St. Maarten-ის მეინ ივენთი, $127.680 დოლარიანი ანაზღაურებით. უკანასკნელი მოგებით მისი კარიერული შემოსავალი $4.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
დარენ ელიასის მოგებას განსაკუთრებულობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ ფინალური დღე მან მე-10 პოზიციით დაიწყო, რაც საკმაოდ მძიმე სტარტი იყო. თუმცა ფინალური ექვსეულის ჩამოყალიბების მომენტისთვის ელიასი სტეკით მე-3 ადგილს მყარად ფლობდა. გადამწყვეტი ჰედს-აპი ამერიკელმა თავისი თანამემამულის, დევიდ ელდბრიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მათი სტეკები იმდენად თანაბარი იყო, რომ მაყურებელი ხანგრძლივ და დამღლელ ორთაბრძოლას ელოდა, მაგრამ ელდბრიჯის მიერ პირველი მნიშვნელოვანი ბანკის დაკარგვის შემდეგ ელიასმა ჩიპლიდი მოიპოვა და მალე გამარჯვების მოპოვებაც შეძლო. დევიდ ელდბრიჯს, მეორე ადგილისთვის, $224.613 დოლარი ერგო. ელიასმა კი, მნიშვნელოვან მოგებასთან ერთად, პოკერის ისტორიის შექმნა მოახერხა.