მორის ჰოკინსის მე-9 WSOP-ის ოქროს ბეჭედი
გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: WPT L.A. Poker Classic-ზე ფილ ჰელმუტსა და მაიკ მატუსოუს შორის ათწლეულობით მიმდინარე ომის კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა - ამჯერად ჰელმუტის გამარჯვებით; გარეთ ვან ლანკერი Unibet Open London 2017 წლის მეინ ივენთის ჩემპიონი გახდა; კანადელმა მაიკ ლიამ WPT Fallsview Poker Classic-ის ივენთის მოგება შეძლო, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მესამედ მოხდა... მაგრამ ამ ამბებს შორის განსაკუთრებული ადგილი, Palm Beach Kennel Club-ში გამართულ ღონისძიებაზე, მორის ჰოკინსის მიერ WSOP Circuit-ის მე-9 ოქროს ბეჭდის მოგებამ დაიკავა.
$365 დოლარიანი ივენთის მოგებით, მორის ჰოკინსი რეკორდსმენ ალექს მასეკს გაუთანაბრდა, რომელიც ასევე 9 ოქროს ბეჭდის მფლობელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის გამოც ის გასული კვირის მთავარი ფიგურა გახდა, American Poker Award-ზე მისი გამარჯვება გახდა. 2016 წელს WSOP-ის 4 ოქროს სამაჯურის მოგების გამო, ჰოკინსმა American Poker Awards-ის წლის საუკეთესო პერფორმანსის ნომინაციაში გაიმარჯვა. გასულ წელს, 4 ოქროს ბეჭდის მოგებითა და 3 ფინალურ მაგიდაზე თამაშით, მან $581.000 დოლარი გამოიმუშავა. ჰოკინსი მეორე - წლის საუკეთესო სატურნირო პერფორმანსის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, მაგრამ აქ გამარჯვება არი ენგელს ერგო, რომელმაც 2016 წლის Aussie Millions-ის მოგება შეძლო.
WSOP-ის მოთამაშის პროფილის მიხედვით, WSOP Circuit-ის ივენთებზე ჰოკინსი 42 საპრიზო ადგილს ითვლის, რამაც $1.042.917 დოლარი მოაგებინა. WSOP-ის ოქროს სამაჯურის ივენთებზე ჰოკინსმა 17-ჯერ აიღო საპრიზო ადგილი და $323.311 დოლარი დააგროვა. საერთო ჯამში, მისი კარიერული მოგება $2.383.549 დოლარს შეადგენს. მისი პირველი გამარჯვება 2005 წლით თარიღდება, როდესაც ჰოკინსმა PCA-ის მეინ ივენთზე 69-ე ადგილისთვის $11.300 დოლარი მიიღო. პირველი ოქროს ბეჭედი კი 2008 წელს მოიგო, Harrah's Atlantic Casino-ში გამართულ $560 დოლარიან ივენთზე, $6.720 დოლარით პირველი ადგილისთვის. ჰოკინსი თვლის, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ და საშიშ მეტოქედ არ აღიქვამენ, მაგრამ როგორც ჩანს, რეკორდის გამეორებისა და American Poker Awards-ის მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება.