ტონი ჯი რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ევროპის პარლამენტის წევრი - ანტანას გუოგა რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ იმ პოლიტიკოსთა სიაში მოხვდა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. გუოგა, რომელიც ევროპარლამენტში ლიტვას წარმოადგენს, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ის შავ სიაში მოხვდა, ლიტვის ენერგოდამოუკიდებლობის აქტიური მხარდაჭერაა.
"რუსეთმა შავ სიაში შემიყვანა. რა არის ჩემი დანაშაული? პოკერის მოყვარულები იტყვიან, რომ ამ ყველაფრის მიზეზი წლების წინ მომხდარი დარიგებაა, როდესაც მე რუსეთის სახელით მოთამაშე რალფ პერი დავამარცხე, - წერს საკუთარი 'ფეისბუქის' გვერდზე ტონი ჯი, - მან საშინლად ითამაშა და მეც დამსახურებლად გავუშვი უკან, რუსეთში. მას შემდეგ სამშობლოში რალფ პერის უამრავი თანამემამულე გავისტუმრე. როგორც ჩანს, რუსებს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ."
სათამაშო მაგიდასთან ტონი ჯი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უხეში და გამაღიზიანებელი მეტოქე იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ის მოწინააღმდეგის ნებისმიერ სისუსტეს, ან ნებისმიერ დამახასიათებელ თვისებას იყენებდა, რათა მისთვის დისკომფორტი შეექმნა. და ის ასე იქცეოდა ნებისმიერის წინააღმდეგ - იქნებოდა ეს მისი მეგობარი ფილ ჰელმუტი, რომელსაც პოკერის მაგიდასთან ის სასტიკად უსწორდებოდა, თუ მისთვის სრულიად უცნობი მოთამაშე.
"სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ მე ყოველთვის ვცემდი პატივს რუს მოთამაშეებს და ზოგადად რუს ხალხს. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი რუსეთიდანაა. 2007 წელს მოსკოვში მოგებული Russian Poker Championship-ის პირველი ადგილის თანხა, $250.000 დოლარი მთლიანად რუსეთის ერთ-ერთი ოლქის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს გადავურიცხე. პირადარ მე ვკურირებდი ბავშვთა სახლისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის პროცესს. სინამდვილეში, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიზეზი ჩემ მიერ დემოკრატიისა და თავისუფლების ღია მხარდაჭერაა. სწორედ ასეთ საზღაურს იხდიან პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, სოჭში გამართული Party Poker ტურნირი ვერ ვითამაშე, მაგრამ სერიის გამარჯვებულებს ვულოცავ დიდ წარმატებას."