გას ჰენსენი Celebrity Cash Kings-ზე ითამაშებს
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, მონტე კარლოში მიმდინარე €1.000.000 ევროიანი One Drop-ის დროს, გას ჰენსენმა დიდ პოკერში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მიუხედავად ამისა, დანიელ მოთამაშეს საკუთარი პერსონით დიდად არ შევუწუხებივართ - ის PokerStars-ზე რამდენჯერმე გამოჩნდა და 'broksi'-ის სახელით 2-3 სესია ითამაშა. როგორც ირკვევა, ლეგენდარული ჰაი სტეიკს მოთამაშე პრაღაში მდებარე Kings Casino-ში, შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ ქეშ-გეიმზე გამოჩნდება.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ორდღიან Celebrity Cash-game-ზე, გას ჰენსენს კვირა დღეს ელოდებიან. მისი გაქრობა საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა: 2 წლიანი დაუნსვინგის შემდეგ, ჰენსენის ბანკროლი $17 მილიონი დოლარით შემცირდა, რამაც ერთ დროს საუკეთესოდ აღიარებული მოთამაშე დიდ სცენას ჩამოაშორა. პრაღასი დაგეგმილ ქეშ-გეიმზე კი მას საშუალება ექნება კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაინდერია. ქეშ-გეიმის ლიმიტი მოთამაშეებმა უნდა განსაზღვრონ, თუმცა ცნობილია, რომ ბლაინდების მინიმალური მოცულობა $50/$100 იქნება.
გას ჰენსენის გარდა, მაგიდის სხვა მონაწილეებს შორის იქნებიან: ყოფილი მოთამაშე და ამჟამად ევროპის პარლამენტის წევრი - ანტანას გუოგა, იგივე ტონი ჯი; ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი მოთამაშე, ძვირადღირებული ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული სემ ტრიკეტი; Kings Casino-ს მფლობელი და EPT Super High Roller-ის ჩემპიონი ლეონ ცუკერნიკი; WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელები ჯესპერ ჰუგარდი, იან პიტერ იაჰტმანი და თეო იორგენსენი.