ფილ გალფონდმა Run It Once-ის შესახებ ისაუბრა
ფილ MrSweet28 გალფონდმა თავისი პოკერ-რუმის შესახებ, რომელსაც პოკერის უამრავი გულშემატკივარი ელოდება, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ჩანს, გალფონდისა და Run It Once-ის თაყვანისმცემლებს კიდევ მოუწევთ დალოდება. გალფონდის თქმით, Run It Once-ის გაშვება 2017 წლის პირველ მეოთხედში იყო დაგეგმილი, გაჭიანურებული სტარტის გამო კი ის უამრავ შეკითხვას ღებულობს და სურს, რომ სკეპტიკოსები პოკერ-რუმის წარუმატებლობაში გადაარწმუნოს.
ლეგენდარული მოთამაშე სოფტის გაშვების ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი გუნდი თითოეული დეტალის დასახვეწად გამუდმებით მუშაობს. ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მას ამ ამბიციური მიზნის განხორციელებაში ეხმარებიან.
"როგორც მოთამაშემ, მე ზუსტად ვიცი თუ რას ნიშნავს კარგი და გამართული სოფტი. ამიტომაც, გუნდის დაჩქარება და ნაადრევი სტარტი, რომელსაც გაუთვალისწინებელი ხარვეზები შეიძლება მოჰყვეს, ნამდვილად არ მსურს. ჩვენ პროგრესზე ორიენტირებული გუნდი გვყავს, რომელიც მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ჩვენი გეგმები და მიზნები ძალიან გაიზარდა და გაფართოვდა, რაც მოთამაშეებისთვის კიდევ უფრო მეტ სიახლეს მოიტანს. დიდ ორგანიზაციებში რომელიმე ღონისძიების ან პროდუქტის პრეზენტაცია ხშირად დაანონსებულ თარიღს სცდება, შემდეგ ისინი ბოდიშს იხდიან და დაუფიქრებლად აცხადებენ პრეზენტაციის ახალ თარიღს. არ მინდა ჩვენც ასე მოგვივიდეს, ამიტომაც კონკრეტული რიცხვებისა და თვეების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე შემიძლია Run It Once-ის სახელით ვილაპარაკო და ვთქვა, რომ გულშემატკივრებისგან და პოკერის მოყვარულებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც წარმოუდგენლად დიდ სტიმულს იძლევა."
შეგახსენებთ, რომ Run It Once ფილ გალფონდისა და მისი რამდენიმე მეგობრის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელიც პროფესიონალ მოთამაშეებს საკუთარი უნარებისა და ცოდნის დახვეწაში ეხმარებოდა. ამჟამად კი გალფონდი პოკერ-რუმის გახსნას გეგმავს, რომელიც, მისივე განმარტებით, მთლიანად მოთამაშეებზე იქნება ორიენტირებული და არ დაემსგავსება იმ პოკერ-რუმებს, რომლებიც წარმოუდგენლად მაღალ საკომისიოსა და მინიმალურ რეიკბექს აწესებენ.