მსოფლიო რეკორდი - მორის ჰოკინსი WSOP-ის მე-10 ოქროს ბეჭედს იგებს
მორის ჰოკინსმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ამერიკელმა მოთამაშემ 2017 წლის 10 აპრილს Horseshoe Council Bluffs Main Event მოიგო, $97.561 დოლარით პირველი ადგილისთვის, რაც მის კარიერაში WSOP-ის მე-10 ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა. აქამდე, 9-9 ბეჭდით, ის ალექს მასეკთან ერთად იყოფდა მოწინავე პოზიციას, მაგრამ ამიერიდან ყველაფერი შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ჰოკინსმა არამხოლოდ ბეჭდების რაოდენობით დაამყარა რეკორდი - მან უკვე WSOP Circuit-ის 4 მეინ ივენთის მოგება შეძლო, რაც კიდევ ერთი სიახლეა პოკერის სამყაროში. ამ მომენტამდე, ჰოკინსთან ერთად, WSOP Circuit-ის მეინ ივენთის 3-3 ბეჭედს კრის ფერგიუსონი და ბლერ ჰინკლი ფლობდნენ.
როცა მორის ჰოკინსს ჰკითხეს, თვლიდა თუ არა საკუთარ თავს WSOP Circuit-ის საუკეთესო მოთამაშედ, ჰოკინსმა ასეთი პასუხი გასცა - "ადამიანმა შეიძლება მოიტყუოს, ციფრებმა - არა!"
უკანასკნელი ოქროს ბეჭდის მოგებამდე, ჰოკინსი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა რეკორდულ მაჩვენებელს, როდესაც Hard Rock Tulsa $580 დოლარიან ივენთზე მეორე ადგილზე გავიდა. WSOP Circuit-ის ტურნირებში მისმა საერთო მოგებამ $1.1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც თავად ჰოკინსი ამბობს, ის არა დიდებისთვის, არამედ საკუთარი ოჯახისთვის თამაშობს. მისი კიდევ ერთი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მან WSOP Circuit-ის ერთი და იგივე 'გაჩერებაზე' ზედიზედ შეძლო ოქროს ბეჭდის მოგება. ამ მხრივ ის პირველ ადგილს ბლერ ჰინკლთან იყოფს.