მონტე კარლოს პირველი €10.000 ჰაი როლერის გამარჯვებული ოლე შემიონი გახდა
მონტე კარლოში გამართული PokerStars-ის ფესტივალის ფარგლებში, პირველი ჰაი როლერ ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ოლე შემიონი გახდა, რომელმაც €10.000 ევროიანი ტურნირის პირველი ადგილისთვის €274.750 ევრო მიიღო. მართალია, მოგვიანებით გამართული €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის ფინალურ მაგიდაზე გასვლისთვის შემიონმა ორჯერ დიდი ანაზღაურება მიიღო, მაგრამ ტურნირის მოგებას რომ განსაკუთრელი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც ფულადი ანაზღაურება არ ცვლის, ყველასთვის ცნობილია.
მართალია, €100.000 ევროიან სუპერ ჰაი როლერზე გერმანელი მოთამაშე ბრინ კენიმ მე-5 პოზიციიდან გამოთიშა თამაშს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მონტე კარლო შემიონისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს, სადაც ძვირადღირებული ტურნირების მოგება, ფაქტიურად, მისთვის ტრადიციად იქცა: მან გასული წლის €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერი მოიგო, €1.6 მილიონი ევროთი პირველი ადგილისთვის; ხოლო შემდეგ €50.000-იანი ტურნირის პირველი ადგილისთვის გამართულ მოლაპარაკებაში €824.000 ევრო მიიღო.
ტურნირზე 89 მოთამაშე დარეგისტრირდა და 21 რე-ბაი გაკეთდა. ოლე შემიონის ფინალური მაგიდა საკმაოდ რთული აღმოჩნდა: WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული რაიან რისი, შემიონის თანამემამულე და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქე კორეი ალდემირი და ჰაი როლერ ტურნირების ღმერთად აღიარებული სტივ ო'დუაიერი. მიუხედავად მძიმე ლაინაფისა, გერმანელის ფინალური მეტოქე აზერბაიჯანელი მოთამაშე, მურად ახუნდოვი აღმოჩნდა, რომელმაც უკანასკნელი მოგებით მისი სატურნირო შემოსავალი $1.000.000 დოლარამდე გაზარდა. ოლე შემიონმა კი სახლში, სოლიდური ფულადი ანაზღაურების გარდა, PokerStars-ის მე-9 თასი წაიღო.