PokerStars Championship Main Event-ის გამარჯვებული რაფაელ სორენტინო გახდა
მონტე კარლოს კაზინოში გამართული 2017 PokerStars Championship-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული რაფაელ სორენტინო გახდა. იტალიელი მოთამაშე, რომელიც ამჟამად მექსიკაში ცხოვრობს, სახლში €466.000 ევროთი მდიდარი დაბრუნდა.
"უკვე ერთი კვირაა, რაც ამ მომენტზე ვფიქრობ და ვოცნებობ, - ამბობს სორენტინო, - დღითიდღე უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ჩემი ოცნების ასრულებას."
სორენტინოს ფინალურმა მეტოქემ, გერმანელმა ანდრეას კლატმა მეორე ადგილისთვის €402.768 ევრო მოიგო. კლატისთვის PokerStars-ის მიმდინარე სერიები საოცრად წარმატებული გამოდგა - მეინ ივენთის მეორე ადგილამდე, მან ფესტივალის ერთ-ერთი საწყისი ივენთის მოგება მოახერხა, რისთვისაც €151.445 ევრო მიიღო. PokerStars-ის მიერ წამოწყებულ წამახალისებელ MonteDam Swing-ის რეიტინგში, მის მიერ დაკავებული ადგილების გამო, გერმანელი მოთამაშე პირველ ადგილს იკავებს.
სორენტინომ და კლატმა ფინალური ჰედს-აპი საკმაოდ დიდი სტეკებით დაიწყეს, რაც ჟურნალისტებისთვის ხანგრძლივ, რამდენიმესაათიან დაპირისპირებას მოასწავებდა. სულ რაღაც 29 დარიგების შემდეგ, მოთამაშეებმა მოლაპარაკება გამართეს, რის მიხედვითაც ტურნირის ოფიციალური გამარჯვებული და საპრიზო ფონდის უმეტესი ნაწილის მფლობელი იტალიელი მოთამაშე გახდა. ცხადია, სორენტინოს კარიერაში, PokerStars-ის მეინ ივენთზე მიღებული ანაზღაურება უდიდესია.
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | რაფაელ სორენტინო | იტალია | €466.714 |
2 | ანდრეას კლატი | გერმანია | €402.786 |
3 | ანდრეი ბონდარი | რუსეთი | €271.500 |
4 | მაქსიმ პანიაკი | რუსეთი | €199.900 |
5 | მაიკლ კოლკოვიჩი | საფრანგეთი | €147.120 |
6 | დიეგო ცაიტერი | არგენტინა | €108.300 |