ჯონათან დუჰამელი Playground Spring-ს, ხოლო კელვინ ანდერსონი რეკორდულ მე-8 SCOOP-ს იგებენ

კანადაში მიმდინარე Playground Poker Spring Classic-ის $2.500 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, 2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა და მსოფლიო ჩემპიონმა ჯონათან დუჰამელმა გაიმარჯვა. ტურნირის მეორე დღისთვის, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო, ჩიპლიდერის ამპლუაში ჯონათან დუჰამელი და მარტინ ფინგერი აღმოჩდნენ, რომელთა სტეკები თითქმის თანაბარ პოზიციაში იმყოფებოდნენ. ტურნირის მეორე დღეს 16 მოთამაშემ მიაღწია, საიდანაც საპრიზო ადგილებზე მხოლოდ 12 მათგანი გავიდოდა. 

ფინალურ ჰედს-აპში დუჰამელის და ფინგერის ხილვა არავის გაკვირვებია. ორენ ჰაზიზას მე-3 პოზიციიდან გავარდნის შემდეგ, ფინგერმა და ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა თანხა გაიყვეს, ხოლო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული ბანქოსა და ბედს მიანდეს. დარიგებული ბორდის მიხედვით, ივენთის ჩემპიონობა ჯონათან დუჰამელს ხვდა წილად. 

რაც შეეხება PokerStars-ზე მიმდინარე ონლაინ პოკერის საგაზაფხულო ჩემპიონატს - Spring Championship Of Online Poker (SCOOP): ამერიკელმა პროფესიონალმა, კელვინ ანდერსონმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და მე-13 ივენთში გამარჯვებით, SCOOP-ის მე-8 ტიტული მოიგო. ანდერსონმა, $530 დოლარიანი ონლაინ ტურნირის პირველი ადგილისთვის, $62.920 დოლარი მიიღო. გარდა პირველი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხისა, ანდერსონს სხვა მოთამაშეების გაგდებისთვის დაწესებული პრიზიც ხვდა წილად, რომელმაც $18.524 დოლარი შეადგინა. 

უნდა ითქვას, რომ SCOOP-ის ზოგიერთი ტურნირი, განსაკუთრებით მსგავსი სოლიდური ანაზღაურების მქონე ივენთები, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ანდერსონმა რეკორდის გასაუმჯობესებლად სულ რაღაც 5 საათი დახარჯა, რადგანაც ივენთი ტურბო იყო და Zoom ფორმატში მიმდინარეობდა. მსოფლიოს ცნობილი მოთამაშეებიდან, კელვინ ანდერსონის ფინალურ მაგიდაზე, 2014 წლის WSOP მეინ ივენთის გამარჯვებული, მარტინ ჯეიკობსონი მოხვდა, რომელმაც მე-6 ადგილი აიღო. 

რუმები

ქართული უცხოური