Super High Roller Bowl-ის გამარჯვებული კრისტოფ ვოგელსანგი გახდა - $6.000.000
სანამ Rio-ში წლის მთავარი მოვლენა - World Series Of Poker მიმდინარეობს, Aria-ში წლის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, 2017 წლის Super High Roller Bowl დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც გერმანელი კრისტოფ ვოგელსანგი გახდა, $6.000.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის.
ფინალური დღის დაძაბულობამ დარჩენილ 3 მოთამაშეს შორის იჩინა თავი: პირველი ადგილისთვის ერთმანეთს კრისტოფ ვოგელსანგი, მისი თანამემამულე სტეფან შილჰებელი და ამერიკელი ჯეიკ შინდლერი დაუპირისპირდნენ. შილჰებელისთვის ტურნირის მოგებაზე ოცნება საკმაოდ რთული იყო, რამდენადაც ფინალური დღე მან 15 ბიგ ბლაინდით დაიწყო, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეების სტეკები თითქმის ათჯერ აღემატებოდა მისას. საბოლოოდ შილჰებელის დამარცხება ისევ ვოგელსანგმა აიღო საკუთარ თავზე, როდესაც მომავალი ჩემპიონის QQ ანდერდოგის AJ-ის დაუპირისპირდა.
ფინალურ ჰედს-აპში გამარჯვებულის გამოვლენას 4 საათზე მეტი დრო დასჭირდა. მოთამაშეებმა რამდენჯერმე გაცვალეს ტურნირის ლიდერობა. საწყისი ეტაპისთვის ჩიპლიდი ჯეიკ შინდლერს ეკუთვნოდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში ვოგელსანგი თითქმის იმსხვერპლა: გერმანელმა მოთამაშემ, თერნზე, თავისი სტეკი ფლეშის მოლოდინით გარისკა და შინდლერის ტოპ წყვილს დაუპირისპირდა. ფლეშის მიღებისა და გაორმაგების შემდეგ, ვოგელსანგმა 2-1 უპირატესობის მოპოვება შეძლო და თამაში მეტ-ნაკლებად დაასტაბილურა. საბოლოოდ, გერმანელის მდგრადმა და დაწყნარებულმა თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო და გამარჯვებასაც მიაღწია.
2017 წლის Super High Roller Bowl-ის ფინალური შვიდეული ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | კრისტოფ ვოგელსანგი | $6.000.000 |
2 | ჯეიკ შინდლერი | $3.600.000 |
3 | სტეფან შილჰებელი | $2.400.000 |
4 | ლეონ ცუკერნიკი | $1.800.000 |
5 | ბაირონ კავერმანი | $1.400.000 |
6 | პრატიუშ ბუდიგა | $1.000.000 |
7 | ჯასტინ ბონომო | $600.000 |