$2.000.000-იანი ვალის გამო მეტ კირკი ლეონ ცუკერნიკს უჩივის

რამდენიმე დღის წინ, "2+2 ფორუმზე", ახლადშექმნილი ექაუნთის მეშვეობით იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები გამოჩნდა. ვეგასელი მოსამართლეების - დევიდ ჩესნოფისა და რიჩარდ შონფელდის მიერ ხელმოწერილი და ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ავსტრალიელი ჰაი სტეიკს პოკერის რეგულარი - მეტ კირკი იმ ქაღალდებს ფლობს, რომლებიც ჩეხი კაზინოს მფლობელის - ლეონ ცუკერნიკის მიერ $2.000.000 დოლარის ვალის გადაუხდელობას ადასტურებს. 

როგორც ფურცლები გვამცნობენ, 27 მაისს, ცუკერნიკი და კირკი Aria-ში საკმაოდ მაღალი ლიმიტის ჰედს-აპ ქეშ-გეიმს თამაშობდნენ. თამაშის მსვლელობისას, დილის 4:34-დან დილის 5:46-მდე პერიოდში, ცუკერნიკმა რამდენჯერმე მოითხოვა მეტ კირკისგან სესხი - $500.000, $500.000, $1.000.000 და $1.000.000 დოლარის ოდენობით. სესიის დასრულების შემდეგ კი, რომლის დროსაც ცუკერნიკი დამარცხდა, მან ვალის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. 

მეტ კირკის რამდენიმედღიანი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ცუკერნიკი $1.000.000 დოლარის დაბრუნებაზე დათანხმდა, მაგრამ დანარჩენი თანხა კვლავ ვალის სახით დაიტოვა. რა თქმა უნდა, $3.000.000 დოლარის სესხება ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენად მდიდარიც არ უნდა იყოს ის, საკმაოდ რთული საქმეა. როგორც აღმოჩნდა, ცუკერნიკს რამდენიმე დღით ადრე გამართულ სესიაზეც ჰქონდა მეტ კირკისგან $1.5 მილიონიანი ვალი აღებული, რომელიც სრულად გადაიხადა. შესაბამისად, ჩეხმა კაზინოს მაგნატმა ავსტრალიელი გემბლერის ნდობაც მოიპოვა. 

როგორც მეტ კირკი ამბობს, ის არამხოლოდ წერილობით და ოფიციალურ დოკუმენტებს ფლობს - მისი მდგომარეობის უტყუარობას Aria-ს კამერებით გადაღებულ ვიდეოც დაადასტურებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლეონ ცუკერნიკი მსგავს სკანდალში ეხვევა. მოყვარული მოთამაშე 2015 წლის EPT Barcelona-ს მსვლელობის დროსაც მოყვა მსგავს 'გაუგებრობაში', როდესაც პრივატულ ქეშ-გეიმზე აღებული $3.000.000 დოლარიანი ვალის გადახდაზე უარი განაცხადა. 

რუმები

ქართული უცხოური