Global Poker Index-ისა და WSOP-ის ტოპ ათეული
ყოველ კვირას Global Poker Index (GPI) ადგენს ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი უკანასკნელი 3 წლის შედეგებს ეფუძნება. WSOP-ის ღრმა ფაზაში შესვლის მიუხედავად, წლის მოთამაშის ტოპ ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. 21-ე კვირა გადის უკვე, რაც ბრინ კენი ამ ათეულის სათავეშია. ერთადერთი მნიშვნელოვანი დაწინაურება, რომელიც წლის მოთამაშის ათეულში დაფიქსირდა, ჯასტინ ბონომოს ეკუთვნის, რომელმაც WSOP-ის $1.500 დოლარიანი Seven Card Stud Hi-Lo ტურნირის მე-5 ადგილისთვის, GPI-ის რეიტინგში 3 საფეხურით წაიწია წინ.
Global Poker Index-ის წლის მოთამაშის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ცვლილება |
1 | ბრინ კენი | - |
2 | ნიკ პეტრანგელო | - |
3 | კორეი ალდემირი | - |
4 | სერჰიო აიდო | - |
5 | დევიდ პიტერსი | - |
6 | არი ენგელი | - |
7 | ადრიან მატეოსი | - |
8 | დენიელ დვორესი | - |
9 | ჯასტინ ბონომო | +3 |
10 | მენიგ ლუსერი | -1 |
რაც შეეხება WSOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშეს - WSOP-ის ადმინისტრაციამ საკუთარი ფესტივალის წლის მოთამაშის გამოსავლენად დადგენილ ფორმულაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ამჟამად ლიდერბორდის სათავეში რეი ჰენსონია, რომელიც, ლიდერობის მიუხედავად, სხვა მოთამაშეების მსგავსად აკრიტიკებს შეფასების ახალ სისტემას. მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ WSOP-ის წლის მოთამაშის სტატუსის მიღება ოქროს სამაჯურის მოგების გარეშეცაა შესაძლებელი, რაც მას კომიკურ და არასერიოზულ მოვლენად მიაჩნია. Global Poker Index კვლავინდებურად, თავისი ძველი სისტემით აწარმოებს WSOP-ის წლის მოთამაშეთა რეიტინგს, რომლის პირველი ათეული, პირველი ივლისისთვის, ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა |
1 | ჯონ რეისნერი | აშშ |
2 | ჯონ ედვარდ მონეტი | აშშ |
3 | ჯეიმს ობსტი | ავსტრალია |
4 | კრის ფერგიუსონი | აშშ |
5 | რეი ჰენსონი | აშშ |
6 | რაიან ჰიუსი | აშშ |
7 | დენიელ ნეგრანუ | კანადა |
8 | მაიკ ლია | კანადა |
9 | დარიო სამარტინო | იტალია |
10 | ბენჯამინ იუ | აშშ |