WSOP 2017 Main Event - დარჩენილია 3 მოთამაშე

2017 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე მხოლოდ 3 მოთამაშეა დარჩენილი. ჩიპლიდერი კვლავაც უცვლელია - სკოტ ბლუმშტაინი 226.450.000-იან სტეკს ფლობს, რაც თამაშში არსებული საერთო ჩიპების 63%-ს შეადგენს. ბლუმშტაინმა ფინალური მაგიდა მეორე პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაყურებლებისა და გულშემატკივრების ფავორიტი ჯონ ჰესპი დაამარცხა, მასიური ჩიპლიდის მოპოვება შეძლო.

ბლუმშტეინის სტატუსს რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე, მაგრამ მოგვიანებით მან ჩიპების მოგროვება კვლავ მოახერხა: "მე კოინ ფლიპი წავაგე. რამდენიმე ხელი აქა-იქ დავკარგე, ზოგჯერ ჩემი არასწორი თამაშის, ზოგჯერ კი - იღბლის გამო. ამ ტურნირის მთავარი ღირსება მისი სტრუქტურაა - რამდენიმე მნიშვნელოვანი წაგების შემდეგ, კვლავ შემეძლო პოკერის თამაში, სიმშვიდის შენარჩუნება და სიტუაციის გამოსწორება."

დარჩენილი ორი მოთამაშე, რომელიც ჩიპლიდერის 'ჩამოგდებას' შეეცდება, დენ ოთი და ბენჯამინ პოლაკი არიან. როგორც ბლუმშტეინი ამბობს, ორივე მათგანის თამაშს დიდ პატივს სცემს. დენ ოთი ევროპული სატურნირო სერიების რეგულარია. ის ხშირად თამაშობს EPT-ზე და მსგავს მასშტაბურ ფესტივალებზე. ბენჯამინ პოლაკი კი, სკოტ ბლუმშტაინის მსგავსად, ონლაინ ტურნირების და შედარებით იაფიანი S'n'G-ების ძველი გრაინდერია. 

მაყურებლებისა და გულშემატკივრების ფავორიტი, ბრიტანელი ჯონ ჰესპი მე-4 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. როგორც BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში 64 წლის მოთამაშე ამბობს, მან ტურნირის ყოველი წუთით და ყოველი მომენტით ისიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მან $2.6 მილიონი დოლარი მოიგო, ის მზადაა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც გაიაროს იგივე გზა, რაც მეინ ივენთის პირველი დღიდან ფინალურ მაგიდამდე მისასვლელად დასჭირდა. 

 

თეგები
WSOP 2017 WSOP Main Event

რუმები

ქართული უცხოური