ნიკ შულმანი Seminole ჰაი როლერის პირველი ადგილისთვის $440.000 დოლარს იგებს
ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ნიკ შულმანმა, Seminole Hard Rock Poker Open-ის $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერი მოიგო, $440.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.
Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდის ყოფილმა წევრმა, პოკერის დიდ სცენაზე, პირველად 2005 წელს გაიბრწყინა, როდესაც კონექტიკუტში ჩატარებული WPT მოიგო, $2.1 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. მას შემდეგ, შულმანის კარიერა მაღლა მიიწევს. ის პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება, რომლის საერთო სატურნირო კარიერა $9.000.000 დოლარს აღემატება.
$50.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერზე მხოლოდ 19 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის ლაინ-აფში ისეთ სახელებს შეხვდებოდით, როგორებიც აიზიკ ჰექსტონი, დენ კოლმენი, დევიდ პიტერსი, ტომ მარჩესი და ბრინ კენი არიან. მოთამაშეთა მცირე რაოდენობის გამო, საპრიზო თანხა მხოლოდ პირველ 4 მოთამაშეზე გადანაწილდა. ფინალურ დარიგებაში შულმანს A5, ხოლო ჯეიკ შინდლერს - KT ეჭირათ. ორივე მოთამაშემ ოლინი ფლოპის დარიგებამდე გააკეთა, ფლოპმა კი შულმანს ტოპ წყვილი და $440.000 დოლარი მოუტანა.
ფინალური მაგიდის შედეგები ასე გამოიყურება:
ადგილი | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | ნიკ შულმანი | $440.000 |
2 | ჯეიკ შინდლერი | $260.000 |
3 | რაინერ კემპე | $180.000 |
4 | ივან ლუკა | $120.000 |
5 | ბრინ კენი | |
6 | დევიდ პიტერსი | |
7 | ჩენს კორნუტი | |
8 | ტომ მარჩესი |