Ultimate Bet-ისა და Absolute Poker-ის მოთამაშეები $33.500.000 დოლარს დაიბრუნებენ

როგორც www.absolutepokerclaims.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, Ultimate Bet-ისა და Absolute Poker-ის მოთამაშეები $33.500.000 დოლარით დაფინანსდნენ. Cereus Network-ის ქსელის მომხმარებლებს, 6 წლის წინ, ე.წ. Black Friday-თან დაკავშირებული მოვლენების გამო, ანგარიშები გაუნოლდათ, რითიც მოთამაშეებმა მილიონობით დოლარის ზარალი ნახეს. 

მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა Ultimate Bet-ისა და Absolute Poker-ის მომხმარებლებისთვის განმარტა, რომ თუ ისინი Garden City Group-ის მიერ წარმოებულ რემისიის პროცესში ჩაერთვებოდნენ, კომპანია მათი ანგარიშებიდან გამქრალი თანხების საქმეს თავიდან შეისწავლიდა, რაც მოთამაშეებისთვის ფულის დაბრუნების შანსს რეალურს გახდიდა. Garden City Group სწორედ ის კომპანიაა, რომელიც Full Tilt Poker-ის მომხმარებლების ათასობით საქმე განიხილა და მოთამაშეებისთვის დაკარგული ფულის დაბრუნების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. 

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება Full Tilt-ის მოთამაშეებისთვის დაკარგული თანხების დაბრუნების საბოლოო პროცესს მოჰყვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, PokerStars-ისა და Full Tilt-ის მომხმარებლებისთვის ზარალის სრული ანაზღაურების შემდეგ, მათ კიდევ დარჩათ გამოუყენებელი $45.000.000 დოლარი. სწორედ ამ თანხის მობილიზებით გახდა შესაძლებელი UB-ისა და AP-ის 7.400 მოთამაშისთვის $33.500.000 დოლარის დაბრუნება. 

 

რუმები

ქართული უცხოური