ტომ დუანი, Aria-ში, დენ ბილზერიანთან და ბობი ბოლდვინთან თამაშობს
ტომ დუანის დაბრუნებას უამრავი ადამიანი ელოდა. აგვისტოს დასაწყისში, ის Poker After Dark-ის ახალ ეპიზოდებში გამოჩნდა, სადაც რამდენიმე ძვირადღირებულ დარიგებაშიც მიიღო მონაწილეობა. როგორც ჩანს, ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი და პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ლას ვეგასის დატოვებას არ ჩქარობს.
როგორც ჟან-რობერ Jaqueline ბალანდის მიერ გადაღებულ ფოტოზეა ნაჩვენები, ტომ დუანი, კაზინო Aria-ის პრივატულ რუმში, დენ ბილზერიანთან და ბობი ბოლდვინთან ერთად თამაშობს. მართალია, ჟან-რობერ ბალანდი თამაშის ლიმიტზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბილზერიანი და დუანი ხურდა ფულზე ნამდვილად არ ითამაშებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ მაკაუში გამართული პრივატული სესიების შემდეგ, რომელზეც ტომ დუანი ასტრონომიულ თანხებს იგებს და აგებს, ბილზერიანის მიერ შემოტავაზებული ლიმიტი მისთვის დიდი სტრესის მომტანი არ უნდა იყოს.
ტომ დუანის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ის მომავალი რამდენიმე წლის გატარებას ლას ვეგასში გეგმავს. დაგ პოლკის აზრით, მაკაუში გამართულ სესიებზე, ის საკმაოდ სუსტ მოთამაშეებს უნდა დაპირისპირებოდა, რასაც მის თამაშსა და პოკერის სქილებზე ცუდი გავლენა უნდა მოეხდინა.