დაგ პოლკი PokerNews-ის პოდკასტში
რამდენიმე დღის წინ, ონლაინ პორტალმა - PokerNews ახალი პოდკასტი გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის წამყვანებთან - სარა ჰერინგთან და ბრენტ ჰარინგტონთან ერთად, სტუმრის სტატუსით მოწვეულმა დაგ პოლკმა პოკერის სტრატეგიებისა და თამაშის თანამედროვე კონცეფციებზე ისაუბრა.
დაგ პოლკისთვის 2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: WSOP $111.111 One Drop High Roller-ის მოგებით, მან , საკუთარ კარიერას, მე-3 ოქროს სამაჯური შესძინა. რაც მთავარია, უკანასკნელი სამაჯურისთვის, მან $3.686.865 დოლარი მოიგო. გარდა ამისა, ის 2017 წლის Poker After Dark-ის ახალ ეპიზოდებში გამოჩნდა, სადაც დენიელ ქეითსის წინააღმდეგ ითამაშა. მან მონაწილეობა მიიღო Poker Night In America-ს ფარგლებში გამართულ King Of The Hill-ში, რომლითაც, ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ დამარცხების მიუხედავად, მაინც დიდი ხმაურის გამოწვევა შეძლო. გუშინ დასრულებული Poker Masters-ის სერიებზე კი ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა ორ ივენთზე ზედიზედ მოახერხა და სოლიდური ანაზღაურებაც მიიღო.
როგორც პოლკი ამბობს, პოკერი იმდენად საინტერესო და ამოუწურავი თამაშია, რომ წარმატების მიუხედავად, ის დღემდე თამაშის შესწავლითაა დაკავებული. მისი გადაცემები კი, რომელთა ნახვაც Youtube-ზეა შესაძლებელი, სწორედ ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება. "დღეს ბევრად სრულყოფილად შეგვიძლია პასუხის გაცემა ისეთ საკითხებზე, როგორიც ბეთსაიზინგი, ბეთინგის სიხშირე და პოზიციებია. შესაძლოა, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც საკუთარი ცოდნის სრულყოფას ცდილობს, მე უკან ვიყო, მაგრამ გადაცემები, პოკერის მოთამაშეებთან საუბარი, დარიგებების განხილვა და გაანალიზება მსგავსი სირთულეების აღმოჩენასა და მათ გამარტივებაში მეხმარება."
დაგ პოლკის აზრით, სტრატეგიების ხელმისაწვდომობამ, ინტერნეტმა, ფორუმებმა, მოთამაშეებს შორის დამყარებულმა კომუნიკაციებმა თამაშის სტანდარტულ ჩარჩოებში მოქცევა გამოიწვიეს: "დღესდღეობით, რეგულარულ მოთამაშეებს შორის განსხვავება გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მოთამაშეებმა ოპტიმალურ, ყველაზე მომგებიან თამაშს მიაგნეს, რომელიც რისკების მინიმიზაციას, მცირე და ამავდროულად ხშირ ბეთებს გულისხმობს. წლების წინ კი, პროფესიონალ მოთამაშეებს აგრესიული, პასიური, კონსერვატული და თანამედროვე სტილებით ადვილად განასხვავებდი."
პოლკმა თავის მეგობარზე, ფილ ჰელმუტზეც ისაუბრა: "ვფიქრობ, ფილ ჰელმუტის კარიერა და მისი წარმატება ყველაფერზე მეტყველებს. ჰელმუტის მიმართ ანტიპათია მისივე საქციელებითაა გამოწვეული, რაც სხვა მოთამაშეების მიმართ ნაკლებად ლოიალური დამოკიდებულებით ხასიათდება. რა თქმა უნდა, მას საკუთარი თავი საუკეთესო მოთამაშე ჰგონია და, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგრამ მისი გრაფიკებისა და სტატისტიკების მიხედვით, იმის უარყოფაც რთულია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა, დღევანდელ ჰაი როლერ ტურნირებზე, სადაც ახალგაზრდა გრაინდერები თამაშობენ, მისი წარმატება ეჭვქვეშ დადგებოდა."