$25.000 ჰაი როლერის ფინალში ბენ ტოლერენმა ვიქტორ ბლომი დაამარცხა
სამშაბათს, PartyPoker-ზე მიმდინარე ონლაინ პოკერის სატურნირო სერიების ფარგლებში, სტარტი აიღო $25.000 დოლარიანმა ჰაი როლერ ტურნირმა, $3.000.000 გარანტირებული საპრიზო ფონდით. ივენთზე 127 მოთამაშე დარეგისტრირდა, რამაც საპრიზო ფონდი $175.000 დოლარით გაზარდა.
პირველი დღის ბოლოს, ივენთზე 16 მოთამაშე დარჩა, საიდანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას ჩიპლიდერი - სემ გრინვუდი, მეორე ადგილზე მყოფი ფედორ ჰოლცი და ჯეისონ კუნი იმსახურებენ. ფინალურ მაგიდაზე ჩიპლიდერის სტატუსით მოხვედრის მიუხედავად, სემ გრინვუდი ფინალურ სამეულში ვერ მოხვდა - მას ერთი ადგილით გაასწრო მოთამაშემ ნიკით shlongoperator, რომლის KJ-იც ტოლერენის AT-თან დამარცხდა.
ფინალური ჰედს-აპი ონლაინ პოკერის ორ ლეგენდას - ვიქტორ ბლომსა და ბენ ტოლერენს შორის გაიმართა. მოთამაშეები საკმაოდ მასიურ, დაახლოებით 100 ბიგ ბლაინდიან სტეკებს ფლობდნენ. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ტოლერენის მცირე ჩიპლიდით დაიწყო, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბანკის მოგების შემდეგ, მისი უპირატესობა თანდათან გაიზარდა.
უკანასკნელი დარიგება ვიქტორ ბლომის წარუმატებელი ბლეფით დასრულდა, სადაც 898A9 ბორდზე შვედის მიერ QJ-ით გაკეთებული ოლ ინი, ტოლერენმა T8-ით საკმაოდ მარტივად მიიღო. პირველი და მეორე ადგილებისთვის, ტოლერენს და ბლომს $846.722 და $529.272 დოლარი შეხვდათ.