Ultimate Bet-ისა და Absolute Poker-ის მოთამაშეებს ფული დაუბრუნეს

Ultimate Bet-ისა და Absolute Poker-ის მოთამაშეებს რამდენიმეწლიანი ლოდინი დასჭირდათ, რათა მათი კუთვნილი ფული უკან მიეღოთ. როგორც იქნა, ხანგრძლივი დავა დასრულდა და მოთამაშეებმა ფულის დაბრუნება მოახერხეს. 

2011 წელს, ამერიკული პოკერისთვის უმძიმეს დღედ აღიარებული ე.წ. Black Friday-ის შემდეგ, ონლაინ პოკერის ორი გიგანტი დაიხურა და გაკოტრებულად გამოცხადდა, რასაც მოთამაშეების ბანკროლების გაყინვა და შემდეგ სრული ანულირება მოჰყვა. 

წლების გასვლასთან ერთად, ამ ორი საიტიდან ფულის დაბრუნება სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელ ამოცანად ისახებოდა, მაგრამ Garden City Group-ის ინიციატივის შემდეგ, მოთამაშეებს იმედი დაუბრუნდათ. ჯგუფის განცხადებით, ისინი რემისიის იგივე პროცესს გეგმავდნენ, რაც Full Tilt Poker-ზე განახორციელეს. 

გასულ კვირას, ფულის დაბრუნება 7.400 მოთამაშემ შეძლო. მათ, ჯამში, $33.5 მილიონი დოლარი აუნაზღაურდათ. როგორც Garden City Group-ის ადმინისტრაცია აცხადებს, მთლიანი ფონდის დახარჯვას და თანხების სრულ ანაზღაურებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. 

რუმები

ქართული უცხოური