სამქულიანი სროლით ფილ ჰელმუტი $15.000 დოლარს იგებს

გასულ კვირას, ფილ ჰელმუტი $50.000 დოლარიან  King Of The Hill 2-ში, პარკერ ტალბოტთან დამარცხდა და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ვეღარ შეძლო. Poker Brat-ს კიდევ ერთი მძიმე დარტყმა ტურნირის შემდეგ ელოდა, როდესაც შტეფენ სონტაიმერმა ის საკმაოდ დამცინავად გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი დრო უკვე დიდი ხნის წინ დასრულდა. მსგავსი ბრალდების საპასუხოდ, ფილ ჰელმუტმა მის მიმართ წარსულში გამოთქმული კრიტიკა გაიხსენა, როდესაც მისი კარიერის დასასრულს ჯერ 80-იანებში, 90-იანებში, შემდეგ კი ადრეულ 2000-იანებშიც წინასწარმეტყველებდნენ; ის კი კვლავ პოკერის დიდ სცენაზეა და ახალგაზრდა მოთამაშეებს პრობლემებს უქმნის. 

მართალია, ჰელმუტმა King Of The Hill-ის ჩემპიონის ტიტულის შენარუჩნება ვერ შეძლო, მაგრამ 'ტკბილი შურისძიება' მან მოგვიანებით იგრძნო. დილის 2 საათზე, ფილ ჰელმუტი, დაგ პოლკი, ოლივიე ბუსკე, შონ დიბი და King Of The Hill-ის სხვა მონაწილეები ქუჩაში სეირნობდნენ, როდესაც ჰელმუტმა და მისმა ყოფილმა მეტოქემ, პარკერ ტალბოტმა საკალათბურთო სანაძლეოს დადება გადაწყვიტეს. 'პროფ ბეთის' მსვლელობაში დაგ პოლკიც ჩაერთო, რომელმაც ჰელმუტს 10:1 ანაზღაურება შესთავაზა, თუ ის ყოველგვარი მოთელვის, გახურებისა და საცდელი სროლების გარეშე, სამქულიანი ხაზიდან ბურთს კალათში მოათავსებდა. 

როგორც დაგ პოლკის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ჰელმუტის განმარტებით, კალათბურთი მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ყველას გასაკვირად, Poker Brat-მა ბურთის კალათში ჩაგდება პირველივე ცდაზე მოახერხა და დაგ პოლკისგან $10.000, ხოლო პარკერ ტალბოტისგან $5.000 დოლარის მოგება მოახერხა. 

დაგ პოლკის მიერ გადაღებული ვიდეოს ხილვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი:

რუმები

ქართული უცხოური