Triton Super High Roller-ის გამარჯვებული შტეფან შილჰაბელი გახდა

ძვირადღირებული ტურნირებისთვის გერმანელი ჩემპიონი უცხო ნამდვილად არ არის. ფედორ ჰოლცს არაერთი ჰაი როლერ ივენთი მოუგია, მაგრამ ამჯერად წარმატება მის თანამემამულეს ხვდა: Galaxy Macau Hotel-ში გამართული, პირველი Triton Super High Roller-ის გამარჯვებული გერმანელი შტეფან შილჰაბელი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში კანადელი მაიკ ვოტსონი დაამარცხა. 

ტურნირის ბაი-ინი ჰონგ კონგური $250.000 დოლარი იყო, რაც დაახლოებით $32.000 ამერიკულ დოლარს უტოლდება. ტურნირზე 87 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც მეორე დღის თამაშს 50 მათგანმა მიაღწია. ტურნირზე ისეთი მოთამაშეები იყვნენ დარეგისტრირებული, როგორებიც დენიელ დვორესი, დარიო სამარტინო, კრისტოფ ვოგელსანგი და აიზიკ ჰექსტონი არიან. 

ფინალურ მაგიდაზე, ცნობილი მოთამაშეებიდან, აიზიკ ჰექსტონი, სტივ ო'დუაიერი, დენ სმიტი, მენიგ ლუსერი და მაიკ ვოტსონი მოხვდნენ. შილჰაბელმა პირველი ადგილისთვის $5.874.000 ჰონგ კონგური დოლარი მიიღო, რაც დაახლოებით $752.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ ანაზღაურებით, გერმანელის სატურნირო მოგებები $6.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

რუმები

ქართული უცხოური