მეთ კირკისა და ლეონ ცუკენრიკის $2 მილიონიანი დავა გრძელდება

როგორც Las Vegas Journal-Review იუწყება, ნევადის შტატის სასამართლოში, ლეონ ცუკერნიკისა და მეთიუ კირკის საქმის განხილვა შედგა. მოსამართლე ლინდა მარი ბელის დასკვნით, მეთ კირკის მიერ ცუკერნიკისთვის მიცემული ფული ე.წ. 'დაუძალებელ ვალად' ჩაითვალა. ამასთან ერთად, მოსამართლის დასკვნაში, იმ ფაქტსაც აქვს ხაზი გასმული, რომ ცუკერნიკმა ფული მოტყუებით, თაღლითური მეთოდებით მიიღო. 

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცუკერნიკს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება, მაგრამ მეთ კირკს კვლავ აქვს საშუალება საქმე შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს და ფულის დასაბრუნებლად ბრძოლა განაგრძოს. 

საქმე ეხება მიმდინარე წელს, პრივატულ ქეშ-გეიმზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლეონ ცუკერნიკმა, ქეშ-გეიმის მსვლელობისას, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის დაკარგვის შემდეგ, მეთიუ კირკისგან $2 მილიონი დოლარი ისესხა. ჩეხმა სასტუმროებისა და კაზინოების მაგნატმა ვალის გასტუმრება არ ისურვა და თავი იმით გაიმართლა, რომ მსგავსი თანხა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიიღო და მის დაბრუნებაზე არანაირი ოფიციალური კონტრაქტი არ გაუფორმებია. 

როგორც ჰაი სტეიკს მოთამაშეები აცხადებენ, ცუკერნიკთან მსგავსი პრობლემები წარსულშიც შექმნიათ, როდესაც ჩეხმა ბიზნესმენმა ნასესხები ფულის გადახდაზე უარი თქვა. 

 

რუმები

ქართული უცხოური