ჯონ ჯუანდა ფედორ ჰოლცს ამარცხებს

მაკაუში მდებარე Galaxy Macau Hotel-ში, აზიური პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური ღონისძიება - Triton Super High Roller Main Event გაიმართა, რომლის ბაი-ინი $1.000.000 ჰონგ კონგურ დოლარს შეადგენდა. 

ღონისძიების გამარჯვებული Poker Hall of Fame-ის წევრი, ლეგენდარული ჯონ ჯუანდა გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში ფედორ ჰოლცი დაამარცხა. "ფედორიც წინააღმდეგ თამაში მართლაც რთული იყო. ჩვენ სრულიად განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, - ამბობს პოკერის ლეგენდა, - ის თითქმის ყველა ჰაი როლერ ივენთს იგებს. ნამდვილად გამიმართლა, ჰედს-აპამდე მიღწევა და შემდეგ ჰოლცის დამარცხება რომ შევძელი. მართალია, ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თამაშით მანაც ისიამოვნა." ფინალური ჰედს-აპი 4 საათისა და 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯუანდას უამრავი ტურნირი აქვს მოგებული, $2.872.299 აშშ დოლარი, მის კარიერაში, საუკეთსო ერთჯერადი ანაზღაურებაა. "რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის ტურნირის მოგება ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში, მსგავს ტურნირზე, კარგად თამაში გჭირდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა - უნდა გაგიმართლოს კიდეც, რადგან ლაინ აფი წარმოუდგენლად რთულია." 

ლაინ აფს რაც შეეხება, ტურნირზე, ჯონ ჯუანდასა და ფედორ ჰოლცის გარდა, ერიკ საიდელი, სტივ ო'დუაიერი, შტეფენ სონტაიმერი, კორაი ალდემირი, მენიგ ლუსერი, დიტრიხ ფასტი, სტივენ ჩედვიკი, აიზიკ ჰექსტონი და თანამედროვე პოკერის სხვა ცნობილი სახეებიც იმყოფებოდნენ. 

სატურნირო შემოსავლების თვალსაზრისით, ჯონ ჯუანდამ რამდენიმე ადგილით დაწინაურება მოახერხა და ამჟამად, მე-7 პოზიციაზე, ფილ აივისგან მხოლოდ ერთი საფეხურით უკან იმყოფება. პოკერის ისტორიაში, ის ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული მოთამაშეა, რომელმაც 2000-იანების ლას ვეგასში ყველაზე მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებში მიიღო მონაწილეობა. 

რუმები

ქართული უცხოური