WSOPE-ის პირველი ივენთების გამარჯვებულები ოლექსანდრ შერბეკი, ანდრეას კლატი და მარტინ კაბრელი გახდნენ
როზვადოვში მდებარე King's Casino-ში, ევროპული WSOPE-ის პირველი ივენთების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სასტარტო €1.100 ევროიანი Monster Stack ივენთი უკრაინელმა ოლექსანდრ შერბაკმა მოიგო, რომელმაც პირველი ადგილისთვის €117.708 ევრო დაიმსახურა.
ივენთზე 561 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ €500.000 ევროიანი საპრიზო ფონდი €38.280 ევროთი გაიზარდა. ფულში შესვლა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ მოახერხა, მათ შორის იყვნენ: მაიკ ლია, პიერ ნუვილი, ალენ კესლერი. რაიან ჰიუს ფულში შესვლა განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა, რადგანაც WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში, მან ლეგენდარულ კრის ფერგიუსონს გაუსწრო და ამჟამად საუკეთესო მოთამაშეობის მთავარ პრეტენდენტად ითვლება.
რაც შეეხება შემდეგ 2 ოქროს სამაჯურს, მათი მფლობელები გერმანელი პროფესიონალი მოთამაშე, ანდრეას კლატი და Full Tilt Poker-ის გუნდის ყოფილი წევრი, მარტინ კაბრელი გახდნენ. კლატმა ომაჰას ივენთის მოგება შეძლო, €56.400 ევროთი პირველი ადგილისთვის. კაბრელმა ულიმიტო ჰოლდემის ივენთი მოიგო, რომელზეც 325 მოთამაშე დარეგისტრირდა. მისი ანაზღაურება €53.557 ევროს შეადგენს.