წლის საუკეთესო პოკერის ოპერატორი PartyPoker გახდა

გასული წლის განმავლობაში, PartyPoker-ს ძალღონე არ დაუშურებია ახალი მოთამაშეების მოსაზიდად და ონლაინ ტრეფიკის გასაზრდელად, მაგრამ განსაკუთრებული დაფასება ვეტერან სათამაშო პლატფორმას წლის ბოლოს ელოდა: EGR Operator Awards 2017-ზე, სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 'ფართიპოკერი' წლის საუკეთესო ონლაინ ოპერატორად აღიარეს.

ღონისძიება ლონდონში, Grosvernor Hotel-ში ჩატარდა, რომელსაც სათამაშო ინდუსტრიის 800-მდე მსხვილი სუბიექტი დაესწრო. კულუარებში, EGR Operator Awards-ს სათამაშო ბიზნესის ოსკარსაც კი ეძახიან. წლევანდელ ღონისძიებაზე 30 ნომინაცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის: სლოტების საუკეთესო ოპერატორი, Fantasy Sports-ის საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო ლოტო პლატფორმა და, რა თქმა უნდა, საუკეთესო პოკერის ოპერატორი. წლევანდელი ნომინაციის მოგებით, PartyPoker-მა გასული წლის გამარჯვებულ PokerStars-ს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

2016 წლიდან, PartyPoker-ის სათავეში ჯონ დუტი დგას - ადამიანი, რომელმაც EPT-ის სერიებს ჩაუყარა საფუძველი. კომპანია GVC Holdings-ის საკუთრებაში გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა სათამაშო პლატფორმის ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 

რუმები

ქართული უცხოური