ფედორ ჰოლცი WebSummit-ზე სიტყვით გამოვიდა - "მთავარი პროცესია და არა შედეგი"

"მე თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე ვარ" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ფედორ ჰოლცმა ლისაბონში გამართულ WebSummit-ზე, რომლის 24 წლის ასაკში მიღწეული წარმატებაც პოკერის ფარგლებს გასცდა. 

WebSummit, მსოფლიოში, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთსო ტექნოლოგიურ კონფერენციად არის აღიარებული, რომელზეც 500-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ლისაბონში გამართულ ღონისძიებას 1.200 გამომსვლელი ჰყავდა, რომელთა იდეები და სტარტაპები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევიან. 

ფედორ ჰოლცმა საკუთარ სტარტაპზე - Prime Mind-ზე ისაუბრა, რომელიც სატრენინგო აპლიკაციას წარმოადგენს პოკერის მოთამაშეებისთვის. უშუალოდ პროექტზე საუბრის დაწყებამდე, ფედორ ჰოლცმა თავის წარსულზე ილაპარაკა და სკოლის წლები გაიხსენა, როდესაც ის ბულინგის ხშირი მსხვერპლი ხდებოდა. ჰოლცის განმარტებით, სწორედ ბავშვობაში მიღებული ტრავმები გახდა მისი წარმატების საფუძველი.

გერმანელმა მოთამაშემ მისი გატაცებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ უამრავი ჰობის მიუხედავად, საკუთარი ადგილის მოძებნა ვერცერთ სფეროში ვერ შეძლო. პოკერი კი მისი სურვილების განხორციელების ერთ-ერთ საშუალებად იქცა, რამაც 2015 წელს არნახული წარმატება მოუტანა: უამრავი ჰაი როლერ ტურნირებისა და პრესტიჟული ჯილდოების გარდა, ჰოლცის კარიერა მოგებულ $26.000.000 დოლარს ითვლის. მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი შესაძლებლობებს განხორციელებულად და ამოწურულად ის ჯერ კიდევ არ თვლის. ფედორ ჰოლცის სრული გამოსვლის ხილვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ.

რუმები

ქართული უცხოური