პოკერის გადაცემების წამყვaნი ამერიკელ სენატორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

პოკერის გადაცემების ყოფილმა წამყვანმა, ლიენ ტვიდენმა, დაგ მაკინტაირთან ჩაწერილ პოდკასტში, წარსულში გადატანილ ტრავმაზე ილაპარაკა და ამერიკელი სენატორი, ელ ფრანკენი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. 

ტვიდენმა, რომელსაც NBC National Heads-up Championship და Poker After Dark მიჰყავდა, 2006 წელს გამართული USO ტურის მსვლელობა გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკელმა სენატორმა მასზე იძალად. "მან კოცნა სცადა და ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. მე მას ხელი ვკარი და ვუთხარი, რომ თუ მსგავსი რამ მომავალშიც განმეორდებოდა, მე ჩუმად აღარ გავჩერდებოდი, - ყვება ტვიდენი, - ვეცადე მაქსიმალურად ჩქარა წავსულიყავი აბაზანაში, რომ წყალი გამომევლო და მისი გემო გამექრო. მე თავს საშინლად შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი."

ლიენ ტვიდენი ამჟამად KABC 790-ის რადიოში მუშაობს, სადაც დილის გადაცემას უძღვება. მინესოტას შტატის სენატორმა, ელ ფრენკენმა მომხდარის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენა მე არ მახსენდება, მაინც მთელი გულით ვუხდი ბოდიშს ლიენს. წესით, ჩემი მსგავსი ქცევები იუმორისტულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი."

გარდა იმისა, რომ ლიენ ტვიდენს ცნობილი სატელევიზიო ტელეგადაცემები მიჰყავდა, ის ხშირად კომიკოსისა და საგაზეთო პუბლიკაციების ავტორის რანგში გვევლინებოდა. ლიენ ტვიდენის ფოტო წარსულში 'ფლეიბოისა' და 'მაქსიმის' ყდებზეც იყო გამოსახული. 

რუმები

ქართული უცხოური