რაინერ კემპეს $200.000-იანი გამარჯვება PartyPoker-ის კარიბის ფესტივალზე

PartyPoker-ის კარიბულ ფესტივალზე, გერმანელმა პროფესიონალმა მოთაამაშემ - რაინერ კემპემ, სატურნირო კარიერას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული შემატა - Caribbean Poker Party Festival $1.100 Millions Open-ის პირველი ადგილისთვის, მან $200.000 დოლარი მიიღო. 

კემპეს კარიერა $11.000.000 დოლარს ითვლის, რაც საერთაშორისო რეიტინგში, მას მე-9 პოზიციაზე აყენებს. გადამწყვეტ ჰედს-აპში, კემპემ იტალიელი კლაუდიო დი ჯაკომო დაამარცხა, რომელმაც სახლში $121.500 დოლარი წაიღო. 

გერმანელი პროფესიონალი საგულშემატკივროდ მისი მეგობარი გოგონა, ასევე პროფესიონალი მოთამაშე - მარია ჰო და კემპეს დედა იყვნენ მისულები. ფინალური კარტის დადებას, კემპე ხელში ლუდის ბოთლით შეხვდა, რაც მის ადრეულ ზეიმს აშკარას ხდიდა. უკანასკნელ დარიგებაში ჯაკომო KQ-ით, კემპე კი AK-ით ფლოპამდე შევიდნენ მთლიან სტეკებს. "მიხარია, რომ ყველაფერი ასე მშვიდად და თანმიმდევრულად განვითარდა" - თქვა გამარჯვების შემდეგ გერმანელმა მოთამაშემ. 

 

რუმები

ქართული უცხოური