ჩარლზ ჯონსონი WSOP Circuit Cherokee Main Event-ის გამარჯვებულია
ჩარლზ ჯონსონმა პოკერი სულ რაღაც 4 წლის წინ აღმოაჩინა. ახლა კი WSOP Circuit-ის ბეჭდის მფლობელია, მისი საბანკო ანგარიში კი $272.744 დოლარით გაიზარდა.
ჯონსონი 957 მონაწილეს შორის ერთ-ერთი იყო, ვინც $1.675 დოლარიან ტურნირზე დარეგისტრირდა. მეინ ივენთის საპრიზო ფონდმა $1.435.500 დოლარს მიაღწია და პირველ 99 მოთამაშეზე გადანაწილდა. ფინალური მაგიდის მინიმალური ანაზღაურება $26.298 დოლარი იყო.
ფინალური მაგიდა საკმაოდ ჩქარი ტემპით ცარიელდებოდა: სტარტიდან 3 დარიგების შემდეგ, ედ იენსი გავარდა; 8 დარიგების შემდეგ, მას რაიან ჯონსი მიჰყვა, ხოლო ზუსტად ერთი დარიგების გამოტოვებით - დევიდ ჯექსონი. ნელ-ნელა თამაში ორ მონაწილემდე შემცირდა: ჩარლზ ჯონსონი, 10.858.000 ჩიპით, ჯეიმს მუნის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელსაც 8.560.000-იანი სტეკი და გამარჯვების საკმაოდ რეალური შანსები ჰქონდა.
გარკვეულ მომენტში, მუნმა უპირატესობის მოპოვება შეძლო, მაგრამ თამაშის უკანასკნელ ფაზაში ჯონსონმა საკუთარი სტეკის 16.470.000 ჩიპამდე გაზრდა შეძლო, ჯეიმს მუნს კი 2.670.000 ჩიპი დარჩა. უკანასკნელ დარიგებაში, მუნი, 99-ით, ჯონსონის JT-ს დაუპირისპირდა. Q85Aფლოპი მუნისთვის შედარებით უსაფრთხო ჩანდა, მაგრამ რივერზე დადებულმა 9-მა მისი სატურნირო სიცოცხლე საბოლოოდ იმსხვერპლა და მთავარი პრიზი ჩარლზ ჯონსონს მიაკუთვნა.