ვიქტორ ბლომი PartyPoker-ზე ტურნირზე; ადრიან მატეოსი GPI-ის ლიდერია
"ვიქტორ Isildur1 ბლომი ყველგანაა" - სტატიას ამ სათაურით PokerNews აქვეყნებს. საქმე იმაშია, რომ შვედი მოთამაშე მართლაც ყველგანაა: მან ჯერ PokerStars-ის უმაღლესი ლიმიტები დაიპყრო, ახლა კი PartyPoker-ის ტურნირებსა და ქეშ-გეიმებს შეუტია.
PokerStars-ზე ბლომის სვინგები კვლავ გრძელდება. მისი გრაფიკი გამუდმებით ზევით-ქვევით მოძრაობს. HighStakesDB-ის მონაცემებით, 'სტარსზე' მან $105.000 დოლარი 2-7 ტრიპლ დროუს $1.000/$2.000 ლიმიტის მაგიდებზე წააგო. მოგვიანებით, ის PartyPoker-ის ქეშ-გეიმებზე გადავიდა, სადაც $250.000 დოლარის პლუსი აჩვენა. გარდა ამისა, ბლომმა PartyPoker MILLIONS-ის მე-10 ადგილზე გასვლა მოახერხა, რისთვისაც $10.000 დოლარი მიიღო.
Global Poker Index-ის კალენდრის დასრულებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. უკვე მე-16 კვირაა, რაც წლის საუკეთესო მოთამაშის რეიტინგში ბრინ კენი ლიდერობს. თუმცა, საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე WPT-ის რამდენიმე ტურნირი და PokerStars Championship Prague-ის სერიებია დარჩენილი, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვილლებები მოიტანოს.
რაც შეეხება GPI-ის ტოპ ათეულს, აქ ლიდერბორდის სათავეში ესპანელი მოთამაშე, ადრიან მატეოსი აღმოჩნდა. ორი კვირის წინ, მან ბრინ კენი ჩამოიტოვა, რომელსაც რეიტინგის ამ კატეგორიაშიც 14 კვირიანი უპირატესობა არავისთვის დაუთმია. ესპანელ მოთამაშეს, რომელსაც ვუნდერიკნდითა და სხვა მსგავსი მეტსახელებით მოიხსენიებენ, 23 წლის ასაკში $11.5 მილიონი დოლარი აქვს მოგებული. მის მთავარ ნადავლად WSOP-ის 3 ოქროს სამაჯური შეიძლება ჩაითვალოს, საიდანაც ერთი WSOPE Main Event-ის მოგებისთვის აქვს მიღებული. გარდა ამისა, ორი წლის წინ, მან EPT-ის მეინ ივენთის მოგება შეძლო.