იგორ კურგანოვი PokerStars-ის €25.000 ჰაი როლერს იგებს

PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრმა, იგორ კურგანოვმა კარიერაში მეორედ, PokerStars Championship High Roller მოიგო, €371.250 ევროთი პირველი ადგილისთვის. 

40 მონაწილემ €25.000 ევრო გადაიხადა, რამაც საპრიზო ფონდი €1.274.000 ევრომდე გაზარდა. გარდა 40 ენტრანტისა, საპრიზო ფონდს 12 რე-ბაიც დაემატა. წინა ჰაი როლერის ფინალური მაგიდის მონაწილეებიდან, უკანასკნელ ტურნირზე, ვერცერთი მოხვდა საპრიზო ფონდში: უკანასკნელი ჰაი როლერის გამარჯვებული - ალბერტ დეჰერი და მეორეადგილოსანი - რაიან რაისი ფულში საერთოდ ვერ შევიდნენ. 

ტურნირის 'ბაბლ ბოი' კრისტოფ ვოგელსანგი აღმოჩნდა, რომელმაც TT-ით ჯეისი ალვარადოს QQ-თან დამარცხდა. სწორედ ჯეისი ალვარადო და იგორ კურგანოვი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალურ ჰედს-აპში. გადამწყვეტი დაპირისპირება რუსმა მოთამაშემ ორმაგი ჩიპლიდით დაიწყო. მიუხედავად ამისა, მექსიკელმა პირველივე დარიგებაზე, მნიშვნელოვანი ხელის მოგება მოახერხა, რომლითაც მეტოქის სტეკს თითქმის გაუთანაბრდა. 

საბოლოოდ, 732T5 ბორდზე, აქტიური შეტევის შემდეგ, ალვარადომ T7-ით ოლ ინი გააკეთა, რაზეც კურგანოვმა A4-ით მომენტალურად უპასუხა. რა თქმა უნდა, ალვარადოს ტოპ ორი წყვილი კურგანოვის სთრეითმა დაჯაბნა და გამარჯვებაც რუსს მიანიჭა.

ტურნირის ფინალური შვიდეული შემდეგნაირად გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1იგორ კურგანოვირუსეთი€401.000
2ჯეისი ალვარადომექსიკა€290.000
3კრისტოფერ კრუკიკანადა€185.000
4სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი€140.000
5ტომას მიულოკერიავსტრია€108.000
6ვლადიმირ ტროიანოვსკირუსეთი€83.000
7ერიკ საიდელიაშშ€67.000

 

რუმები

ქართული უცხოური