ჩინეთში პირველი WSOP-ის სამაჯური გათამაშდა

ჟოუ იუნ პენგი პოკერის ისტორიაში შევიდა - მან ჩინეთში გამართული WSOP-ის ოქროს სამაჯური და $367.000 დოლარი მოიგო. პენგის გამარჯვებას განსაკუთრებულობას ის გარემოება სძენს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მიწაზე WSOP-ის ოქროს სამაჯური გათამაშდა. პოკერის განვითარებისთვის კი ჩინური ბაზარის ათვისება და ჩინელი მოთამაშეების მიზიდვა უდიდეს ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. 

WSOP-მა და Tencent Poker-მა ხელშეკრულება წლის დასაწყისში გააფორმეს. კონტრაქტის მიხედვით, Tencent Poker,  შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ვალდებულია პოკერის მსოფლიო სერიებს აზიური ბაზრის ათვისებასა და არაპროფესიონალ მოთამაშეებს შორის პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. 

როგორც ცნობილი ხდება, ჟოუ იუნ პენგი, ფინალურ მაგიდაზე, ყველაზე გამოუცდელი მოთამაშე იყო. სიმართლე რომ ითქვას, მას საერთოდ არ ჰქონია ლაივ ტურნირზე თამაშის პრაქტიკა. პოკერი მან ვიდეო გაკვეთილებისა და ინტერნეტში ნანახი თამაშების წყალობით ისწავლა. WSOP-ის ჩინური მეინ ივენთი ცნობილი მოთამაშეებისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო: ერთ-ერთი მათგანი ბერტრან Elky გროსპელიე იყო, რომელიც 75-ე ადგილიდან გამოეთიშა ტურნირს. ფინალური დარიგება ჟოუ იუნ პენგსა და ლონგ რონგს შორის გათამაშდა - პენგმა ჯიბის 22-ით ფლეში მიიღო და ისტორიული მოგება გაინაღდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური