ავსტრალიელ პოკერის მოთამაშეს ქუჩაში თავს დაესხნენ

გასული რამდენიმე წელი ავსტრალიელ ბიზნესმენსა და პოკერის მოთამაშეს, უილიამ ჯორდანუს საკმაოდ მძიმე გამოუვიდა: ის ჯერ კიდევ 2013 წელს ბანკთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია, როდესაც ადგილობრივმა პროკურატურამ მას $73.000.000 დოლარიან თაღლითობაში დასდო ბრალი. გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს; რამდენიმე კვირის წინ კი, 58 წლის მოთამაშეს თავს ქუჩაში დაესხნენ და ნაჯახით სახის მიდამოებში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ქუჩაში მოხდა და მას უამრავი თვითმხილველი შეესწრო, თავად ჯორდანუ მსგავს ფაქტს უარყოფს. მას ყბა და ცხვირი გაუტყდა, ხოლო ყურის დაფის აპკი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული. როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, თავდასხმა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესგარიგებას უკავშირდება: ჯორდანუს ახლადშეძენილ კომპანიას ძველი მფლობელისგან მემკვიდრეობით მიღებული უამრავი ვალი მოჰყვა, რისი დაფარვაც ავსტრალიელმა ბიზნესმენმა არ ისურვა; მევალეებმა კი ანგარიშის გასწორების არალეგალურ ხერხს მიმართეს. 

უილიამ ჯორდანუს პოკერის მოთამაშს საკმაოდ სოლიდური რეზიუმე აქვს: 2010 წელს, Aussie Millions-ის $100.000 დოლარიან ჰაი როლერ ივენთზე, მე-3 ადგილისთვის, ჯორდანუმ $300.000 დოლარი მიიღო. ის ფილ აივისთან და დენ შეკთან დამარცხდა. ერთი წლით ადრე კი, Victoria Poker-ის $25.000 დოლარიან ჰაი როლერზე, $200.000 დოლარის მოგება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური