რატომ იგებენ გერმანელები პოკერში?

ჰაი როლერ და სუპერ ჰაი როლერ ივენთებმა ტურნირის ორგანიზატორებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარეს: ნებისმიერი კაზინო, რომელიც ტურნირს ატარებს, ცდილობს, რაც შეიძლება ცნობილი მოთამაშეების მოზიდვას, რათა საკუთარ ღონისძიებას პოპულარიზაცია გაუწიოს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ მსგავსი მოთამაშის დაინტერესება გინდა, ტურნირის ბაი-ინი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდო. ღონისძიებაზე მოსულ მოთამაშეებს, მაღალი გადასახადის გამო, დიდი ბანკროლიც ესაჭიროებათ, რაც თავისთავად წარმატებაზე და ცნობადობაზე მიუთითებს. 

მოთამაშეების საკმაოდ ვიწრო წრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავა, რათა ძვირიანი თამაში მოძებნოს. ასეთი ვიწრო წრიდან, ერთ-ერთი ჯგუფი განსაკუთრებით დომინირებს ძვირადღირებულ ტურნირებს. მათ The Germans-ს უწოდებენ. 2017 წლის 10 ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშიდან, 4 გერმანელია. 2017 წლის 100 საუკეთესოდან კი, 15 მოთამაშეა გერმანელი. რა თქმა უნდა, ტოპ 100-ში ამერიკელები დომინირებენ, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი - მსოფლიო მოთამაშეების 80%-ს ამერიკის მოქალაქეები შეადგენენ. 

2017 წლის მონაცემებით, ყველაზე შემოსავლიანი გერმანელების სია:

მოთამაშე2017 წლის შემოსავალიGPI-ის რეიტინგიკარიერული შემოსავალი
კრისტოფ ვოგელსანგი$8.090.382306$15.446.599
შტეფენ სონტაიმერი$7.052.32443$7.548.922
ფედორ ჰოლცი$6.380.1877$26.701.371
სტეფან შილჰაბელი$5.490.28611$7.747.955
დომინიკ ნიცშე$4.855.601102$11.445.601
კორაი ალდემირი$4.616.11114$7.529.354
დიტრიხ ფასტი$4.180.53033$6.301.473

ჩამონათვალი საკმაოდ ვრცლად გრძელდება და მასში ისეთი მოთამაშეები შედიან, როგორებიც მანიგ ლუსერი, რაინერ კემპე, ოლე შემიონი და კრისტიან კრისტნერი არიან. 

2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი გერმანელი მოთამაშე, კრისტოფ ვოგელსანგი მსგავს გარემოებას შემთხვევითობას აბრალებს: "ზოგჯერ, მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ შემთხვევით ხდება, ჩვენ კი მის ახსნას რაიმე ლოგიკის საფუძველზე ვცდილობთ."

დიტრიხ ფასტი ბევრად კომპლექსურ განმარტებას იძლევა: "ყოველდღიურად, საკუთარ თამაშს საათებს ვუთმობ. 2014 წლის შემდეგ, ჩემი თამაში სულ უფრო და უფრო იხვეწება. ვფიქრობ, 'ოლდსქულ' პოკერის წარმომადგენლები, ან ძველი თაობა იმდენ დროს არ ატარებენ ანალიზსა და დარიგებების განხილვაში, რამდენსაც ახალგაზრდები."

დომინიკ ნიცშეს აზრით, გერმანელები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი ძვირადღირებულ ტურნირებზე და მათი წარმატების გახმაურებაც სწორედ ამის დამსახურებაა. ის ერთ უცნაურ გარემოებასაც უსვამს ხაზს: "ენას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის გერმანელების წარმატებაში - თუ მე ჩემს მეგობარს ვასწავლი თამაშს, ის ჰაი სტეიკს რეგულარი გახდება. შტეფენ სონტაიმერმა ერთხელ თქვა, რომ მას შეუძლია საშუალო დონის მოთამაშე $25.000 დოლარიანი ტურნირების რეგულარად აქციოს და ამას სულ რამდენიმე თვეს მოანდომებს. ეს სრულიად შესაძლებელია. გერმანელების წარმატებაც სწორედ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ჩვენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ."

 

რუმები

ქართული უცხოური