პოკერის მოთამაშე ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს
ატლანტიკ სიტის პოლიციამ Borgata Poker Open-ის ყოფილი ჩემპიონი, თომას დოერი ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავა.
2015 წლის ივლისში, დოერმა Borgata Poker Open-ის შესარჩევი ტურნირები ითამაშა, 2.500 მონაწილეს შორის პირველი ადგილი აიღო და $400 დოლარიანი საგზურით, Borgata Poker Open-ის მეინ ივენთზე მოხვდა. მთავარ ღონისძიებაზე დოერმა $150.000 დოლარი მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს, მისი მადა ამით არ დაკმაყოფილებულა. მან სულ მცირე 9 ბანკის ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. ბანკები, რომლებზეც სავარაუდოდ იერიში პოკერის მოთამაშემ მიიტანა ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკში, დელავერში და პენსილვანიაში მდებარეობეობენ.
თომას დოერი გასულ პარასკევს, Quality Inn-ში დააკავეს. სხვა ძარცვებთან ერთად, მას ბრალად ედება გასულ სამშაბათს, Sun National Bank-ზე თავდასხმა. როგორც ჩანს, მისთვის ეს საქმე უცხო არ არის: 2007-2010 წლებში, ის 11 ბანკის ძარცვისთვის იხდიდა სასჯელს.
დოერი ერთადერთი მოთამაშე არაა, ვინც ბოლო პერიოდში გისოსებს მიღმა აღმოჩნდა: 2017 წლის აგვისტოში, პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში, WSOP-ის მეინ ივენთის მონაწილე, ჯეისონ ფანკი სრულიად შიშველი, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში იყო აღბეჭდილი.