ლას ვეგასელ ბიზნესმენს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

ათეულობით ქალი, მათ შორის Wynn Resorts-ის თანამშრომლები, Wynn Resorts-ის აღმასრულებელ დირექტორს, სტივ უინს სექსუალურ შევიწროვებაში სდებენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ უინი ბრალდებებს უარყოფს, მან უკვე დატოვა Republican National Committee-ის ფინანსური ხელმძღვანელის პოსტი. 

76 წლის ბიზნესმენს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც ბრალდებები Wall Street Journal-მა გააჟღერა. "ის რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, ან ვიძალადე, ცილისწამებაა, - ამბობს უინი, - ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს ბრალდებების წამოყენება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლიათ. ბრალდებული კი იძულებულია ან საზოგადოებისგან დამცირება აიტანოს, ან მრავალწლიან სასამართლო დავაში ჩაერთოს."

Wynn Las Vegas-ის თანამშრომელი, ფრჩხილების მომვლელი ქალი 2005 წელს მომხდარ ფაქტზე შემდეგ ისტორიას იხსენებს: სტივ უინმა მას გახდა და მასაჟის მაგიდაზე დაწოლა მოსთხოვა, თავად კი ჩვეულებრივ ჩაცმული დარჩა. მსხვერპლის წარმომადგენლის განმარტებით, მისმა კლიენტმა კაზინოს ადამიანური რესურსების ცენტრს საჩივრით მიმართა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კი მას $7.5 მილიონი დოლარი გადაუხადა. გადახდის ფაქტს უინის ადვოკატიც ადასტურებს. 

სხვა თანამშრომლები გაცილებით მძიმე ისტორიებს იხსენებენ, თუ როგორ აიძულებდა მათ უინი სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას. ქალები, ხშირად, არარსებულ შეხვედრებს ნიშნავდნენ, რათა დატვირთული გრაფიკი მოემიზეზებინათ და უინთან ურთიერთობა აეცილებინათ. ზოგჯერ, როცა უინის სამსახურში გამოჩენაზე ინფრომაცია გავრცელდებოდა, უფროსთან კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, თანამშრომელი ქალები სააბაზანოში, ან შორეულ ოთახებში იმალებოდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური