83 წლის მოთამაშეს მოგებული ბედბით ჯეკპოტი 8 თვის დაგვიანებით გადასცეს

გასული წლის დეკემბერში, ნევადის სათამაშო კონტროლის საბჭომ (Nevada Gaming Control Board - NGCB) კაზინო Red Rock-ის არგუმენტები მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა გადასცემოდა ბედბით ჯეკპოტის გამარჯვებულს კუთვნილი $120.000 დოლარი.

2017 წლის 7 ივლისს, Red Rock Casino-ში ბედბით ჯეკპოტი გათამაშდა, რომლის გამარჯვებულიც 83 წლის ავი შამირი გახდა. მას შემდეგ, რაც მოთამაშეები მიხვდნენ, რომ საქმე ჯეკპოტთან ჰქონდათ, მოგებული ხელის მფლობელმა, ლენ შრეტერმა საკუთარი ხელი მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებს აჩვენა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაზინოს წესების მიხედვით, თუ რომელიმე მოთამაშე დარიგების დასრულებამდე სხვა მოთამაშეებთან გარკვეული სახის კომუნიკაციას დაამყარებდა, რაც გავლენას იქონიებდა დარიგების მიმდინარეობაზე, ბედბით ჯეკპოტი ბათილად ჩაითვლებოდა და მოთამაშეები საპრიზო ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ.  

საბჭოს გამომძიებლის, ბილ ოლიგესის დასკვნით, მართალია, შრეტერმა დარიგების დასრულებამდე საკუთარი ხელი მოწინააღმდეგეებს აჩვენა, მის ქმედებას თამაშის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. გამოძიება რომ მოთამაშეების სასარგებლოდ დასრულდებოდა, ჯერ კიდევ გასულ თვეში იყო ცნობილი, მაგრამ საბჭოს შეკრებამდე ოფიციალური დასკვნა არ გამოქვეყნებულა. საბოლოოდ, 83 წლის მოთამაშემ, რომელმაც მძიმე 8 თვე გადაიტანა, კუთვნილი $120.000 დოლარის მიღება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური