PartyPoker Millions €10K ჰაი როლერზე დომინიკ ნიცშე €300.000 ევროს იგებს
გემრანიაში გამართული PartyPoker Millions-ის პოკერის ფესტივალი ძველი, ლეგენდად ქცეული მოთამაშეებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: პოკერის გულშემატკივრებმა ორი ჩრდილოელის - პატრიკ ანტონიუსისა და ვიქტორ ბლომის გამარჯვება იხილეს.
ვიქტორ ბლომის მიერ მეინ ივენთის მოგების შემდეგ, ფესტივალზე კიდევ ერთი ჰაი როლერ ივენთი გაიმართა, რომლის გამარჯვებული დომინიკ ნიცშე გახდა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამართულ ჰაი როლერ ივენთებზე გერმანული დესანტის მიერ ნაჩვენები წარმატების შემდეგ, გერმანიაში ჩატარებული სერიები, ლოკალური მოთამაშის გაბრწყინების გარეშე, მართლაც დიდი სენსაცია იქნებოდა. ნიცშემ, შეიძლება ითქვას, გერმანიის სახელით მოიგო.
€10.300 ევროიან ივენთზე 72 მოთამაშე დარეგისტრირდა. დომინიკ ნიცშეს მთავარი მოწინააღმდეგე, რომელთანაც გერმანელმა ფინალური ჰედს-აპი ითამაშა, ლეგენდარული ჰოლანდიელი მოთამაშე, PartyPoker-ის სახე, მარსელ ლუსკი აღმოჩნდა. სხვა ცნობილ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ფინალურ მაგიდაზე ნიცშეს დაუპირისპირდნენ, დენიელ ქეითსი, ოლე შემიონი და სტივენ ო'დუაიერი იყვნენ.
დომინიკ ნიცშე ჰაი როლერ ივენთების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგულარია და, ფედორ ჰოლცთან ერთად, 'გერმანული დესანტის' მთავარ ძალას წარმოადგენს. ნიცშემ როზვადოვში გამართულ €111.111 ევროიან WSOPE-ის One Drop-ის ივენთზე, პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, $4 მილიონი დოლარი მოიგო.