ჯეიკ კოდიმ $60.000 დოლარი შავზე დადო და მოიგო
PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის ბრიტანელმა წევრმა, PartyPoker-ის სატურნირო სერიებზე, £2.200 ფუნტ სტერლინგიანი UK Championship-ის ჰაი როლერ ივენთი მოიგო, £42.670-ით პირველი ადგილისთვის, რაც დაახლოებით $60.000 დოლარის ტოლფასია. ამ ისტორიას განსაკუთრებულ ელფერს ის სძენს, რომ ჯეიკ კოდიმ მოგებული ფულის 'გამოყენება' რულეტზე გადაწყვიტა და მთელი თანხა შავზე დადო.
ჯეიკ კოდიმ ტურნირის პირველი ადგილი 4 მოთამაშეს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა. უნდა ითქვას, რომ 2014 წელს EPT-ის $215.000 დოლარის შემდეგ, ეს კოდის ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. მიუხედავად ამისა, კოდის მთლიანი ფულის შავზე დადება არ გასჭირვებია - აშკარაა, რომ ბრიტანელი მოთამაშე კონსერვატიული ბანკროლ მენეჯმენტის დაცვას არ საჭიროებს.
მაყურებლებისა და მეგობრების მიერ წაქეზებულმა კოდიმ გადაწყვეტილება საკმაოდ მარტივად მიიღო და მთელი ფული სათამაშო მაგიდის ერთ გრაფაში მოათავსა. რულეტის დატრიალების პატივი Dusk Till Dawn-ის მფლობელს, რობ იონგს ხვდა წილად. რულეტის რამდენიმე ბრუნის შემდეგ, რაც იონგის არაპროფესიონალური მცდელობით იყო გამოწვეული, ბურთი შავ 22-ში ჩავარდა, რაც კოდის კიდევ ერთ გამარჯვებას მოასწავებდა. საბოლოოდ, ბრიტანელის დღე $120.000 დოლარიანი პლუსით დასრულდა.