სააპელაციო სასამართლომ ლეონ ცუკერნიკის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ლეონ ცუკერნიკისა და მეტ კირკის დავა კვლავ გრძელდება. დაპირისპირების უკანასკნელი რაუნდი ცუკერნიკის შეტევით დაიწყო: ნევადის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მეტ კირკის $2.000.000 დოლარი მართებდა. ცუკერნიკმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ნევადელი მოსამართლის დადგენილება გაასაჩივრა - მისი განმარტებით, კაზინო Aria და მეტ კირკი მისი სიმთვრალით სარგებლობდნენ და უთანასწორო ჰედს-აპ სესიაში მონაწილეობაზე დაითანხმეს. ლეონ ცუკერნიკი, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, $10.000.000 დოლარს ითხოვდა.  როგორც ჩანს, ცუკერნიკს არც ამჯერად დაუჯერეს - ვეგასის სააპელაციო სასამართლომ უკანასკნელად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც მეტ კირკი ყვება, გასული წლის მაისში, კაზინო Aria-ში გამართული ჰედს-აპის დროს, ლეონ ცუკერნიკმა მისგან $3.000.000 დოლარი ისესხა, საიდანაც მხოლოდ $1 მილიონი დააბრუნა. დანარჩენი $2 მილიონის დაბრუნებაზე მან უარი თქვა - ის ჯერ სასტუმროს ნომერში დაიმალა, შემდეგ კი, დიდი ხნის განმავლობაში, მისი თანაშემწეების დახმარებით კირკთან შეხვედრას გაურკვეველი დროით ავადებდა. საბოლოოდ, ცუკერნიკმა $2 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც მეტ კირკი იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა. 

სასამართლომ ასევე უგულებელყო ცუკერნიკის მიერ კაზინო Aria-ის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, Aria-ს ჩეხი გემბლერისთვის და ასევე კაზინოს მფლობელისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. 

რუმები

ქართული უცხოური