"2+2"-ზე iPoker-ის ჯაშუში გამოააშკარავეს

პოკერის შესახებ ყველაზე მასშტაბური ფორუმის, "2+2"-ის მომხმარებლები გაოცებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათ გვერდით, iPoker-ის ქსელზე გახსნილ თემაში, ვინაობის გამხელის გარეშე, iPoker-ის წარმომადგენლები პოსტავდნენ და მომხმარებლებისთვის საჭირბოროტო თემებს განიხილავდნენ. 

როგორც მოგვიანებით "2+2"-ის მოდერატორმა განმარტა, მან ყურადღება მიაქცია თემაში ერთ-ერთი აქტიური წევრის პირად მონაცემებს, რომელსაც რეგისტრაციის დროს @ipoker.com-ის დაბოლოების ელექტრონული მისამართი ჰქონდა გამოყენებული. სიტუაციას კომიკურობას ის ფაქტი სძენს, რომ iPoker-ის ჯაშუშმა ფორუმზე მეტსახელად The_Mole დაირქვა, რაც პირდაპირი თარგმანით თხუნელას ნიშნავს და ინგლისურენოვან ქვეყნებში ჯაშუშისთვის განკუთვნილი ჟარგონის - 'ვირთხის' ექვივალენტია. 

ჯაშუშის პოსტები მთლიანად iPoker-ის ქსელთან დაკავშირებულ ბოტების სკანდალს ეხებოდა. ის რიგითი მომხმარებლის პოზიციიდან ამტკიცებდა, რომ დიდ პოკერ რუმებსა და სათამაშო ქსელებს რამდენიმე ათასი დოლარის მოგების გამო, ბოტის გამოყენება და ლიცენზიით გარისკვა არ უღირდათ. ამასთანავე, ის აქტიურად ითხოვდა მტკიცებულების წარმოდგენას, რომელიც პოკერ-რუმზე ბოტის არსებობას დაადასტურებდა. როგორც ჯაშუში ყვებოდა, ბოტების შესახებ გავრცელებული ისტორიები მითებია და მეტი არაფერი. ფორუმის მომხმარებლების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაცვლად პოკერ-რუმის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებისა, iPoker-ის თანამშრომელი დისკუსიებში ვინაობის გამჟღავნების გარეშე ჩაერთო. 

რუმები

ქართული უცხოური