ერთ კვირაში დევიდ ფემი 2 მეინ ივენთს იგებს

51 წლის პროფესიონალ მოთამაშეს, დევიდ ფემს საუკეთესო დრო დაუდგა: WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელმა ერთი კვირის განმავლობაში 2 მეინ ივენთის მოგება მოახერხა, საიდანაც ერთი WSOPC იყო. უკანასკნელ 2 ტურნირზე მისი მოგება $456.000 დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფემის კარიერულმა შემოსავლმა $10.000.000 დოლარს გადააჭარბა. 

უკანასკნელ დროს, შეიძლება ითქვას, დევიდ ფემის კარიერამ გამოცოცხლება და სრული აღორძინება იხილა: გასულ ზაფხულს მან, 1.739 მონაწილეს შორის, WSOP-ის ოქროს სამაჯურისა და $391.960 დოლარის მოგება შეძლო. მანამდე კი, მისი უკანასკნელი ოქროს სამაჯური 2006 წლით თარიღდებოდა. ზაფხულში წარმატებით ჩატარებული WSOP-ის სერიების შემდეგ, ფემმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა: $1.600 დოლარიან Wynn Spring Classic Championship-ზე ფემმა პირველი ადგილი აიღო, ხოლო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, $1.675 WSOPC Bicycle Main Event-ზე პირველი ოქროს ბეჭედი მოიგო. 

Wynn Classic-ის მოსაგებად ფემს 984 მონაწილის უკან ჩამოტოვება დასჭირდა. ფინალურ ჰედს-აპში მან WSOPC-ის ოთხგზის გამარჯვებული, კურტ ჯეველი დაამარცხა. პირველი და მეორე ადგილებისთვის მოთამაშეებმა $240.254 და $158.250 დოლარი მიიღეს. "საოცარი 10 დღე მქონდა, - ამბობს დევიდ ფემი, - თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. თამაში მართლაც კომფორტულად მიმდიოდა. ვიცი, რომ მაგიდებთან უამრავი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებთანაც ბრძოლა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვგრძნობ, რომ მათ გვერდით ყოფნა და თამაში მეც შემიძლია."

რუმები

ქართული უცხოური