ჯენიფერ ჰერმანთან ვახშმობა $5.000 დოლარი ღირს

თუ ლას ვეგასში მყოფ პოკერის გულშემატკივარს ჯენიფერ ჰერმანთან საღამოს გატარება მოუნდება, მას სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. ლეგენდარული მოთამაშე საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო, რომლის მიხედვითაც მისი ვახშამზე დაპატიჟება მსურველს მნიშვნელოვანი თანხის სანაცვლოდ შეეძლება. 

ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შემოთავაზება, რომელიც ფონდმა ჰერმანთან გამართული ვახშამის სანაცვლოდ მიიღო, $5.000 დოლარია. აქციას საქველმოქმედო ფონდი Lollipop Children Network ატარებს. ეს 2001 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა და ის იმ ბავშვებს ეხმარება, რომლებიც საავადმყოფოში დიდ დროს ატარებენ, ან სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ებრძვიან. ორგანიზაცია ბავშვებისთვის გასართობ საღამოებს აწყობს, რომელთა დახმარებითაც ბავშვებს საავადმყოფოდან გასვლა, ფილმების ყურება, მულტფილმის გმირებთან ან ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა შეუძლიათ. აქციაში ლეგენდარული მოთამაშის ჩართვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

ჯენიფერ ჰერმანს WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული. მისი სატურნირო შემოსავალი $2.7 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ არავინ იცის მისი პრივატულ რუმებში მოგებული თანხების ზუსტი ოდენობის შესახებ. ჰერმანი სწორედ ქეშ-გეიმებისთვისაა ცნობილი. ის Bobby's Room-ის ერთადერთი რეგულარული ქალი მოთამაშეა, რომელიც უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობს. ჯენიფერ ჰერმანი ერთ-ერთი იყო The Corporation-დან, ვინც პრივატულ ქეშ-გეიმზე საბანკო ბიზნესის მაგნატ ენდი ბილს დაუპირისპირდა. როგორც დოილ ბრანსონი და თავად ჰერმანი ყვებიან, ქეშ-გეიმის ლიმიტი $25.000/$50.000-დან $100.000/$200.000-მდე მერყეობდა, რაც სავარაუდოდ პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ თამაშად შეიძლება ჩაითვალოს. 

რუმები

ქართული უცხოური