ჯეიმი და მეტ სტეპლსებმა $150.000 დოლარიანი სანაძლეო მოიგეს
PokerStars-ის ყველაზე აქტიური სტრიმერი, ჯეიმი სტეპლსი და მისი ძმა - მეტ სტეპლსი გახმაურებულ $150.000 დოლარიან სანაძლეოს იგებენ. ზუსტად ერთი წლის წინ, ბიზნესმენმა ბილ პერკისნმა, 50:1 შეფარდებით, ძმებს $3.000 დოლარიანი სანაძლეო დაუდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სტეპლსები $150.000ნ დოლარს მიიღებდნენ.
ბილ პერკინსის იახტაზე, სანაძლეოს დადების მომენტში, ჯეიმი 305 ფუნტს - დაახლოებით 139 კილოს იწონიდა. მეტის წონა კი სულ რაღაც 61 კილოს შეადგენდა. ძმების მიზანი ერთნაირი წონის მიღწევა იყო - მათ მხოლოდ ნახევარი კილოთი აცდენის უფლება ჰქონდათ. დათქმულ დღედ 2018 წლის 25 მარტი განისაზღვრა. ძმები დანიშნულ დროს აწიონნენ და ორივემ 188.3 ფუნტი - დაახლოებით 85 კილო აჩვენა. უნდა ითქვას, რომ ძმებს ვადის ამოწურვამდეც ჰქონდათ მოგების მცდელობა, მაგრამ ერთნაირი წონის ჩვენება მოახერხეს.
ჯეიმისა და მეტის ფინალური 'წარმოდგენა' 'ტვიჩის' პირდაპირ ეთერში გადაიცა და მას - 'ტვიჩის' ისტორიაში ყველაზე მეტი - 10.500 მაყურებელი ჰყავდა. ძმებს მათი მწვრთნელი - მაიკ ვაკანტი, 'ტვიჩის' სტრიმერები - ჯეისონ სომერვილი, კევინ მარტინი და ჯეფ გროსი შეუერთდნენ. როგორც ჯეფ გროსმა განმარტა, დაგ პოლკთან, თავად ბილ პერკინსთან და მაიკ მაკდონალთან ცალკე დადებული სანაძლეო ჰქონდა, რომელშიც გროსი ძმების მხარეს იჭერდა. რა თქმა უნდა, სანაძლეოს მოგების შემდეგ, ჯეიმიმ დიდი ხნის ოცნება აისრულა და პიცა მიირთვა.