თაღლითობის გამო პოკერის მოთამაშე დააკავეს

რამდენიმე დღის წინ, მაიკლ ბოროვეცი - ერთ დროს პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, აეროპორტში განხორციელებული თაღლითობის გამო დააკავეს. როგორც წინასწარი ინფორმაციით დგინდება, ბოროვეცი აეროპორტის მგზავრებს ატყუებდა, რომ მისი ფრენა გადაიდო და სასტუმროში ღამის გასათევ ფულს სთხოვდა. 

ბოროვეცის უკანასკნელი მსხვერპლი 55 წლის მამაკაცი იყო, ნიუ ჯერსიდან, რომელსაც ბოროვეცმა გადადებული ფრენისა და დაკარგული ხელბარგის შესახებ მოუყვა, სანაცვლოდ კი $200 დოლარი გამოართვა. ფულის გადაცემის შემდეგ, მსხვერპლს ეჭვი გაუჩნდა და აღნიშნული ინციდენტის შესახებ მან აეროპორტის დაცვასა და მოსამსახურე პერსონალს  მოუთხრო. აეროპორტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს შემთხვევა პირველი არ იყო და ბოროვიცის მსგავსი ქმედება აქამდეც ბევრჯერ შეუნიშნავთ. ყოფილი მოთამაშის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, ადგილობრივმა პოლიციამ ბოროვიცი Newark Airport Marriott-ის ნომერში დააკავა. 

ბოროვეცის გვარი მსგავს საქმეში ჯერ კიდევ 2014 წელს ამოტივტივდა. "2+2" ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებელი ასეთ ისტორიას ყვებოდა: ლას ვეგასში მასთან მაიკლ ბოროვეცი მივიდა, რომელმაც გადადებული ფრენისა და სასტუმროს ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემებზე უამბო. ფულის სესხების სანაცვლოდ, ბოროვეცი მსხვერპლს გაორმაგებული თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. სასამართლო პროცესის გარეშე არც მაშინდელი შემთხვევა დასრულებულა. 

მაიკლ ბოროვეცი საკმაოდ ტრაგიკული პიროვნებაა: კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ქიმიური ინჟინერიის განხრით მან Penn State-ის უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ ხშირად თამაშობდა ლას ვეგასში, მაგრამ წარუმატებლად. მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე WSOPC-ის ოქროს ბეჭედი და $600.000 დოლარის მოგებაა, მისი კარიერა პერმანენტულ დაუნსვინგად შეიძლება ჩაითვალოს. ის სამაგიდო თამაშ Pai Gow-ს მიეძალა, რის გამოც ბოროვეცმა პოკერის ბანკროლი მთლიანად გაანიავა. მას ხშირად ეძინა სასტუმროებისა და კაზინოების შესასვლელებში, ხიდების ქვეშ თუ ნაგავსაყრელებზე. ის რამდენჯერმე იქნა გასამართლებული თაღლითობის გამო. მან რამდენჯერმე შეძლო ექვსნიშნა თანხის მოგება, მაგრამ მოგებული ფული სხვადასხვა სამაგიდო თამაშებზე მალევე იკარგებოდა. "2+2" ფორუმზე მისი უკანასკნელი პოსტი 2014 წლით თარიღდება, რომელშიც ის ცხოვრებაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობდა და 'გამოსწორების' პერსპექტივებს განიხილავდა. 

რუმები

ქართული უცხოური