Seminole Hard Rock High Roller-ზე ბრენდონ ადამსმა $370.000 მოიგო
Full Tilt Poker-ის ყოფილმა პროფესიონალმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის თამაშის თეორიის პროფესორმა, ბრენდონ ადამსმა Seminole Hard Rock Poker Open-ის $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთი მოიგო, $370.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის.
ქეშ-გეიმებზე მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ, ბრენდონ ადამსმა საკუთარი თამაში ჰაი როლერ ტურნირებზე აღმოაჩინა. გასული წლის სექტემბერში გამართულ Poker Masters-ზე მან $819.000 დოლარის მოგება მოახერხა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, იგივე სერიების ფარგლებში გამართულ $25.000 ჰაი როლერის მე-3 ადგილისთვის კი $351.000 დოლარი მიიღო.
გუშინ გამართული ტურნირის მოსაგებად ბრენდონ ადამსს საკმაოდ მძიმე დაპირისპირების გადატანა მოუხდა. ის ისეთ მოთამაშეებს დაუპირისპირდა, როგორებიც კლიფ ჯოზეფი, ჯონათან ლითლი, ოლივიე ბუსკე, ანკუშ მანდავია, ჩენს კორნუთი და არი ენგელი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილთაგან ფინალურ მაგიდას ვერცერთმა მიაღწია, ბრენდონ ადამსს დიდი ბრძოლა კიდევ წინ ელოდა: WPT-ის სამგზის გამარჯვებული - დარენ ელიასი, WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელი - შონ დიბი, 2015 წლის WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელი - ბარი ჰატონი - ყოველი მათგანი პირველი ადგილის რეალური პრეტენდენტი იყო.
ფინალური მაგიდის დაწყებიდან მალევე, ადამსმა შავი საქმე საკუთარ თავზე აიღო და ორი მოთამაშე ტურნირს გამოთიშა. აუტსაიდერები სწორედ მისი მთავარი ოპონენტები - დარენ ელიასი და შონ დიბი აღმოჩდნენ, რამაც ჩიპების თვალსაზრისით მოპოვებულ უპირატესობასთან ერთად, ადამსს მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეები ჩამოაშორებინა გზიდან. ფინალური ჰედს-აპი ადამსსა და ესპანელ პაბლო ფერნანდესს შორის გაიმართა. ჰედს-აპის დასაწყისში, ორი წყვილით შეიარაღებულმა ადამსმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა, რამდენიმე დარიგების შემდეგ კი ფლეშით მოწინააღმდეგის მაღალ Q-ს დაუპირისპირდა, რაც ამერიკელის გამარჯვებას მოასწავებდა. პაბლო ფერნანდესმა მე-2 ადგილისთვის $240.000 დოლარი მიიღო, რაც მის კარიერაში საუკეთესო ანაზღაურებაა.