ჩინეთის მთავრობა ონლაინ პოკერს ახალ ომს უცხადებს

მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ პოკერი აზარტული თამაშების სიაში შეიყვანა და შეჯიბრზე დაფუძნებული აქტივობის ყველა თვისება ჩამოაშორა, ყველასთვის საყვარელ თამაშს ახალი ეტაპი დაუდგა: 1 ივნისიდან, ჩინეთში ონლაინ პოკერის რეკლამა, ე.წ. 'ფლეი მანი' აპლიკაციების გადმოწერა და ტელეფონსა თუ კომპიუტერში მათი ფლობა იკრძალება. 

დაანონსებული შეზღუდვები იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც ჩინეთის მთავრობა ონლაინ გემბლინგისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული აპლიკაციების საშუალებით მომხმარებლებს ვირტუალური ჩიპებით თამაშის საშუალება ეძლევათ, გარკვეული პირები მსგავს მომსახურებას არამიზნობრივად იყენებენ. 

რამდენიმე სოციალური აპლიკაცია, როგორებიც PPPoker, KKPoker, PokerLords და PokerFishes არიან, მომხმარებლებს პრივატული მაგიდების შექმნისა და ამ მაგიდებზე მათთვის სასურველი მოთამაშეების მოწვევის შესაძლებლობას აძლევენ. მსგავსი აქტივობის ლეგიტიმაციას ის არგუმენტი უდევს საფუძვლად, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და პოკერით გართობის შესაძლებლობა მიეცეთ.

ჩინეთში უამრავი 'მიწისქვეშა' კლუბია, რომლებიც ჩამოთვლილი აპლიკაციების სერვისებს პრივატული ქეშ-გეიმებისთვის იყენებენ - მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები ვირტუალური 'ფლეი მანი' ჩიპებით თამაშობენ, ისინი წინასწარ თანხმდებიან საკმაოდ ძვირადღირებულ თამაშებზე, რომელთა ანგარიშსწორება გადასახადებისა და უშუალოდ პოკერის აპლიკაციების გვერდის ავლით ხდება. სწორედ ამ მიწისქვეშა კლუბების სპეციალური წარმომადგენლების დახმარებით, რომლებიც მოთამაშეებთან სკაიპითა და სხვა მესენჯერებით ამყარებენ კომუნიკაციას, 'ფლეი მანი' თამაშის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ აკონტროლონ აპლიკაციაში მიმდინარე თამაშის მსვლელობა და აღრიცხონ მათი მოგება-წაგება, რომელიც ასახვას რეალურ ფულში ჰპოვებს. 

მსგავსი არალეგალური თამაშების გამო, ჩინეთში უამრავი საბანკო ექაუნთია გაყინული. გასული ივნისისთვის, მხოლოდ Agricultural Bank-ში, რომელიც მხოლოდ იუნანის პროვინციას ემსახურება, 5.000 მეტი საბანკო ანგარიში გაიყინა. 

რუმები

ქართული უცხოური